ივანიშვილმა ბიგვავას სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გააყალბებინა (ფაქტები) ივანიშვილმა ბიგვავას სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გააყალბებინა (ფაქტები) />


  14:21:17     02-08-2012

ივანიშვილმა ბიგვავას სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გააყალბებინა (ფაქტები)

a20392.jpg

ორიოდე დღის წინ, ოლიგარქის გარემოცვამ დიდი რიხით გაავრცელა მონაცემები, რომელიც ორგანიზაცია პენ შონ ბერლანდმა (PSB) მიიღო ვითომდა საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგად. 

„მეოცნებეები“ ირწმუნებოდნენ, რომ ეს ორგანიზაცია მსოფლიოს წამყვანი მარკეტინგული კვლევების კომპანიას წარმოადგენს და „მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობს“. თუმცა, როგორც ირკვევა, საქმე ისე არ არის, როგორც მილიარდერს და მის მსახურებს სურთ რომ წარმოაჩინონ. 

ოლიგარქს, რომელიც ყველას და ყველაფერს ფულით ყიდულობს, არც ამჯერად გადაუხვევია საკუთარი სტრატეგიისთვის. მას შემდეგ კი, რაც დაინახა, რომ ის და მისი უცნაური პოლიტიკურ–იდეოლოგიური კონგლომერატი – კოალიცია „ქართული ოცნება“ ყველა რეიტინგში, გამოკითხვასა და კვლევაში სასტიკად მარცხდებოდა მმართველ გუნდთან, საკუთარი თავისა და საზოგადოების მოტყუება, კვლავ ჩვეული ხერხით გადაწყვიტა და რაღა თქმა უნდა, მაშინვე სქელ ჯიბეზე გაიკრა ხელი.

ის „ავტორიტეტული“ ორგანიზაცია კი, რომელსაც ბიძინამ მიმართა, სინამდვილეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაქინატორობით და არასანდოობით არის ცნობილი. 

მაგალითად, ცნობილია შემდეგი ფაქტები: მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პენ შონ ბერლანდმა ეგზიტპოლი ჩაატარა, რომელზეც გაჩნდა ეჭვი, რომ გამოკითხვა არასამართლიანი იყო.

ადგილობრივმა გაზეთებმა მკაცრად გააკრიტიკეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ PSB გაუმჭირვალე პრაქტიკას ეწევა, უარს ამბობს საკუთარი დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე და საერთოდაც, ეწინააღმდეგება „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკის ასოციაციის“ სტანდარტებს. 

PSB–მა ანალოგიურად გააყალბა ვენესუელას 2004 წლის რეფერენდუმის და 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები, რაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მისი კრიტიკის საფუძველი გახდა. კრიტიკოსებს აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერიც შეუერთდა.

სხვათა შორის, 2004 წლის ვენესუელას რეფერენდუმის დროს, ორგანიზაციამ დაარღვია კანონი და გამოკითხვების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა, რათა ამ გზით ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მოეხდინა. 

მეტიც, PSB ლამის საერთაშორისო სკანდალის საფუძველი გახდა 2008 წელს, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიისას. საქმე ისაა, რომ პენი ჰილარი კლინტონისთვის კვლევებს ატარებდა, თუმცა, პარალელურად ხვდებოდა კოლუმბიის მთავრობას და მას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევაში ეხმარებოდა. არადა, კლინტონის კამპანია თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგი იყო. ეს სკანდალური ინფორმაცია მაშინ გავლენიანმა "WALL STREET JOURNAL"-მა გაავრცელა.

და კიდევ: ცნობილია ასევე, რომ 2005 წელს, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის კამპანიისას, პენმა ბლერს "მიკერძოვებულ კვლევაზე დაყრდნობით" მისცა რჩევები, რომელიც მოკლებული იყო გამჭვირვალობას, თავისი კლიენტის მიმართ. 

თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს შემთხვევაში, უცხოელ მაქინატორებს თავის შეწუხებაც არ დასჭირვებიათ. კომპანიას კვლევების ჩატარება, საერთოდაც არ მოუწია.

ივანიშვილმა, რომელიც დიდი ხანია მიხვდა, რომ გამოკითხვებს მისთვის აზრი არა აქვს, ვინაიდან, ის ყველა შემთხვევაში აგებს, მორიგ მაქინატორობას მიმართა.  

ირკვევა, რომ მოხდა იმიტაცია, თითქოს ამ კომპანიამ ჩაატარა გამოკითხვა, რეალურად კი, ოლიგარქის მრჩეველმა, ცნობილმა ალკოჰოლიკმა ზურაბ ბიგვავამ, "როგორც PSB-ს ნდობით აღჭურვილმა პირმა", საკუთარი გემოვნებისამებრ დაწერა მილიარდერისათვის სასურველი ციფრები. ხოლო ივანიშვილმა ამ კომპანიის წარმომადგენელს, თავისი ერთ–ერთი მოსკოველი პარტნიორის საშუალებით, გადაურიცხა თანხა.

მოკლედ, ივანიშვილი რუსი ოლიგარქისათვის დამახასიათებელ კორუფციას და მაქინატორობას ვერ ელევა. ადამიანი, რომელმაც მილიარდები სწორედ ასეთი საეჭვო გზებით იშოვა, იგივე ტაქტიკის შემოტანას ქართულ პოლიტიკაში აგრესიულად ცდილობს. 

თუმცა, რა შედეგებს მიიღებს ამ ყველაფრიდან, ეს უკვე არჩევნებამდეც კარგად ჩანს: მილიარდერმა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიხიბვლა თავისი ამოუწურავი ფინანსური რესურსითაც ვერაფრით შეძლო...
0

ავტორი: