პიცა „ზარმაცუნა" პიცა „ზარმაცუნა" /> "/> " />


  09:02:42     02-08-2012

პიცა „ზარმაცუნა"

a20379.jpg

მასალა:

სომხური ლავაში (მრგვალი) 2ც.

ხახვი 2 თავი

მოხარშული ხბოს ხორცი 150გრ.

სოკო 400გრ.

პომიდორი 3ც.

ყველი 150გრ.

ზეთი შესაწვავად

ქინძი, მაიონეზი, წითელი დაფქვილი წიწაკა, კეჩუპი და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარისებურად და შევწვათ ზეთში. მოხარშული ხორცი დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და შევწვათ ზეთში. სოკო დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში. 1 ცალი ლავაში მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ მთლიან ზედაპირზე მაიონეზი, დავაფაროთ მეორე ლავაში (ლავაშები კარგად შევაერთოთ), შემდეგ დავაწყოთ შემწვარი ხახვი, ხორცი, წავუსვათ კეჩუპი, შემდეგ კეჩუპზე დავაწყოთ შემწვარი სოკო, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, თავზე მოვაწყოთ მრგვალად დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ აირღუმელში.

0

ავტორი: