ტარყაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ აგლაძეს განაჩენს დღეს გამოუტანენ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ აგლაძეს განაჩენს დღეს გამოუტანენ />


  12:45:22     01-08-2012

ტარყაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ აგლაძეს განაჩენს დღეს გამოუტანენ

a20370.jpg

2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოკლული 23 წლის ზურა (ზუკა) ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი აგლაძეს სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს. მას დაუსწრებლად ასამართლებენ.

ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ამ ეტაპზე, სამი პირია ბრალდებული: დავით რუსიშვილი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს. მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ირაკლი აგლაძე, რომელიც მიმალვაშია და ივერი გოგბერაშვილი - მკვლელობის ორგანიზატორი, რომელიც კიევში დააკავეს და უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ.

ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის იძებნება დავით ჯოხაძეც. მას, სავარაუდოდ, მკვლელობის ბრალდებას უახლოეს მომავალში წაუყენებენ. გამოძიება მუშაობს სხვა პირებზეც. მათი გვარები ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

"პრესა.ჯი"-მ გამოქვეყნა ზურა ტარყაშვილის მკვლელობის ამსახველი ფოტო-მასალაც. ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ მისდევენ: შეიარაღებული დავით რუსიშვილი, ირაკლი აგლაძე და ივერი გოგბერაშვილი უიარაღო ზურა ტარყაშვილს. ასევე ჩანს, თუ როგორ უთვალთვალებდა აგლაძე ტარყაშვილს და როგორ გარბის მკვლელობის ადგილიდან დავით ჯოხაძე. მიყევით ბმულს

0

ავტორი: