09:13:48     01-08-2012
მეგრული სულგუნი
მასალა:
ახალი იმერული ყველი 1კგ.
რძე (შრატი (სველი) ან წყალი) 3ლ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქვაბში გავაცხელოთ წყალი, რძე ან სველი, 70-80 °С.–მდე და გადმოვდგათ გაზქურიდან. ყველი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩავაწყოთ რძეში (სველში ან წყალში), ყველიან მასას ვურიოთ ხის კოვზით 7–10 წუთი, ვეცადოთ პლასტიურობამდე მივიყვანოთ. ყველის მასა მოვათავსოთ დაფაზე და დავიწყოთ სულგუნის ფორმირება: გარეთა გვერდები ბურთისებურად ავუკეცოთ შიგნით და კვლავ გავაბრტყელოთ ბურთი, ეს პროცედურა გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ (სანამ არ გამაგრდება). შემდეგ ხელებით შემოვასწოროთ გვერდები და მივცეთ ფორმა. ყველი ჩავდოთ ცივ წყალში 2 საათით – გამაგრებისთვის და ფორმის მიცემისთვის. მომზადებული ცომი მოვათავსოთ მრგვალ ფორმაზე, მოვაყაროთ მარილი, დავდგათ ცივ ადგილას (სურვილისამებრ შეგვიძლია მივირთვათ რამოდენიმე საათის შემდეგაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველი მაგარი არ არის, 2–3 საათის შემდეგ არის უფრო გემრიელი).
0