09:05:58     28-07-2012
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და კონტრადმირალი მარკ მონტგომერი ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში”
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და აშშ-ის ევროპის სარდლობის წარმომადგენელი კონტრადმირალი მარკ მონტგომერი ეროვნული სასწავლო ცენტრ ”კრწანისის” ბაზაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება ”დიდგორი 2012”-ს დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ამერიკელი კონტრადმირალი უშუალოდ გაეცნენ სწავლების მიმდინარეობას და სასწავლო ობიექტი დაათვალიერეს.
სწავლება ”დიდგორი 2012” ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ხორციელდება და საკმაოდ მნიშვნელოვან წვრთნას წარმოადგენს, რადგან ამ სწავლების დროს სამეთაურო რგოლის მართვის უნარები იხვეწება. სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები ურთიერთქმედებენ პირობითი სცენარის მიხედვით და ოპერატიულად ასრულებენ პირობით დავალებებს. ასეთი სამეთაურო-საშტაბო სწავლებები მნიშვნელოვანია, რადგან 3T-ს კონცეფციიდან ერთ-ერთი - ტოტალური თავდაცვა გულისხმობს სამხედროების მაქსიმალურ მომზადებას და გაწვრთნას.
0
ავტორი: