შოკოლადის ტორტი „ნამის გარეშე" შოკოლადის ტორტი „ნამის გარეშე" /> "/> " />


  08:53:01     28-07-2012

შოკოლადის ტორტი „ნამის გარეშე"

a20268.jpg

მასალა:

ბისკვიტი:

კვერცხი 5ც.

შაქარი 1 ჭიქა

გამაფხვიერებელი 1 პაჩკა

ვანილი 2 პაჩკა

ზეთი 1 ყავის ჭიქა

პურის ფქვილი 1 ჭიქა (ძალიან სავსე არა)

კაკაო 2 ს/კ.

 

კრემი:

კარაქი 250გრ.

სგუშონი 1 ქილა

კონიაკი 1 ს/კ.

ვანილი 1 პაჩკა.

 

გასაფორმებლად:

წვრილად დაჭრილი ნიგოზი და გახეხილი შოკოლადი გემოვნებით.

 

მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით (მასა უნდა გაიზარდოს 2–3 ჯერ), დავამატოთ გამაფხვიერებელი, ვანილი, ზეთი, გავაგრძელოთ თქვეფა, თან დავამატოთ გაცრილი ფქვილი, კაკაო და ვთქვიფოთ ნელ სიჩქარეზე კიდევ ორი წუთი, შემდეგ მომზადებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 200* ტემოპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. ამ ბისკვიტს დანამვა არ სჭირდება. (ასეთივე მასალით და მეთოდით  გამოვაცხოთ კიდევ ერთი ბისკვიტი).

 

კრემის მომზადება:

კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ კონიაკი, ვანილი, სგუშონი და კვლავ ავთქვიფოთ ერთანი მასის მიღებამდე.

 

ტორტის აწყობა:

გამომცხვარი ბისკვიტები გავაცივოთ, შემდეგ პირველ ბისკვიტს წავუსვათ კრემის ნახევარი, დავაფაროთ მეორე ბისკვიტი, წავუსვათ დარჩენილი კრემი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და გახეხილი შოკოლადი.

0

ავტორი: