საზარელი სპეცოპერაცია: ჩრდილოეთ კავკასიაში, მებრძოლების ცოლებს ხოცავენ საზარელი სპეცოპერაცია: ჩრდილოეთ კავკასიაში, მებრძოლების ცოლებს ხოცავენ />


  17:53:38     27-07-2012

საზარელი სპეცოპერაცია: ჩრდილოეთ კავკასიაში, მებრძოლების ცოლებს ხოცავენ

a20263.jpg

მახაჩკალაში უკვე ქალებს ხოცავენ. რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის მიზანიც, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად,  მებრძოლთა ცოლების აყვანა იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, შტურმის შედეგად ქალები ამოხოცეს.

რუსეთის „ფსბ“-სა და ადგილობრივი შსს-ს თანამშრომლებმა, სახლს, სადაც ქვრივები ეგულებოდათ, ალყა შემოარტყეს. სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც სახლში იმყოფებოდნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრები, მათ შორის ქალები, რომლებსაც თვითმკვლელ-ტერორისტებად ამზადებდნენ.

სამართალდამცველთა მოთხოვნას - გამოსულიყვნენ სახლიდან და ჩაბარებოდნენ, არც ქალები და არც მამაკაცები არ დაემორჩილნენ და როგორც რუსული პრესა წერს, ცეცხლი გახსნეს. იმავდროულად გაირკვა, რომ სახლში ბავშვებიც იყვნენ.
ძალოვნები თავის „უკომპრომისობას“ იმით ხსნიდნენ, რომ სახლში, სუსტი სქესის, მაგრამ „საშიში დამნაშავეები“ იყვნენ გამაგრებულები.

მაგალითად, ასახელებდნენ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაღესტნელი დედების“ აქტივისტს, დინარა ბუტდაევას, რომელიც „ფსბ“-ს ცნობით ცნობილი ტერორისტისა და ბანდის „ჯამაათ შარიათის“ ლიდერის რასულ მაკაშარიპოვის ქვრივია. თავად მაკაშარიპოვი 2005 წელს გაანადგურეს. დინარა ბუდტაევას ძმაც მახაჩკალელი მებრძოლების ლიდერი აღმოჩნდა, რომელიც 2008 წლის სპეცოპერაციისას მოკლეს.

ბლოკირებულ სახლში დინარას გარდა კიდევ ერთი ქალი ზაგრა კაზინაგონედოვაც იმყოფებოდა, რომლის ქმარიც 2009 წელს ორ თანამებრძოლთან ერთად მანქანაში აფეთქდა, რადგან მოქმედებაში მოვიდა ბომბი, რომელიც მათ გადაჰქონდათ.

ეს ყოველივე რუსეთის „ფსბ“-ს ვერსიებია. უფლებადამცველები და თავად დაღუპულთა ახლობლები კი ამბობენ, რომ რასულ მაკაშარიპოვიცა და ზაგრას მეუღლეც ძალოვნების განუკითხაობის მსხვერპლნი გახდნენ და ისე დახოცეს, რომ მათი „დანაშაულების“ შესახებ არც გამოძიება ჩაუტარებიათ და არც სასამართლო.

„ფსბ“-ში, სადაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ალყაში მოქცეული ქალები თავის ქმრებზე არანაკლებად საშიშები იყვნენ, ამტკიცებენ იმასაც, რომ დინარა და ზაგრა თანამოაზრეების მოძიებასა და ქალების „დავერბოვკებაში“ მონაწილეობდნენ, რათა შემდეგ, მათგან თვითმკვლელი-ტერორისტები გაეწრთვნათ.

„შავი ქვრივების“ მიმართ ჩატარებული სპეცოპერაცია არაფრით იყო გამორჩეული. რუსმა და დაღესტნელმა ძალოვნებმა ტრადიუციული სქემით იმოქმედეს: ალყა, შტურმი და გვამები...

ზაგრა კაზიმაგომედოვასთან და დინარა ბუტდაევასთან ერთად კი სპეცრაზმმა მოკლა სახლის პატრონი ქალიც - საიდატ იუსუპოვა. ლიკვიდირებულია კიდევ ორი მამაკაცი, რომელთა ვინაობაც ჯერ დადგენილი არ არის.

ესეც ჩრდილოკავკასიაში ჩატარებული შტურმების ტრადიციაა: ძალოვნები ჯერ აცხადებენ, რომ სპეცოპერაციას საშიში დამნაშავების წინააღმდეგ ატარებენ, დახოცილთა ვინაობას კი შემდეგ არკვევენ.

0

ავტორი: