09:47:08     27-07-2012
საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა კონტრადმირალ მარკ მონტგომერთან
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალს კონტრადმირალ მარკ მონტგომერს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო იმ შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას შორის იყო მიღწეული. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში ეხმარება.
კონტრადმირალი მარკ მონტგომერი აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილეა. მანამდე ამერიკელი კონტრადმირალი სამხედრო-საზღვაო ოპერაციების სტრატეგიულ სფეროს კურირებდა, რომლის მთავარი ფუნქცია სამხედრო-საზღვაო სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების დოკუმენტაციის შემუშავება და განხორციელება იყო.
mod.gov.ge
0