პუტინს პარანოიდალური შიში აქვს: დეგუსტატორები მის საკვებს საწამლავზე ამოწებენ პუტინს პარანოიდალური შიში აქვს: დეგუსტატორები მის საკვებს საწამლავზე ამოწებენ />


  08:57:08     26-07-2012

პუტინს პარანოიდალური შიში აქვს: დეგუსტატორები მის საკვებს საწამლავზე ამოწებენ

a20222.jpg

მზარეული, რომელიც თავის დროზე ვლადიმერ პუტინს ემსახურებოდა, ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პარანოიდალურ შიშს განიცდის საკვებთან მიმართებაში და დაქირავებული ჰყავს პროფესიონალი დეგუსტატორები, რათა მისი საკევბი საწამლავის შემცველობაზე საგულდაგულოდ ამოწმონ.

ჟილ ბრაგარი, რომელიც მზარეულთა ელიტარული ასოციაციის დამფუძნებელია - ეს ასოციაცია „ძლიერთა ამ ქვეყნისათათვის“ ამზადებს საკვებს, -რუსეთის ლიდერის შიშებზე „დეილი მეილისთან“ საუბრობს.

„პუტინი მოითხოვს ყველა კერძი შემოწმდეს საწამლავის შემცველობაზე“ - ამბობს ბრაგარი და დასძენს, რომ  „მსახური-დეგუსტატორები ამ დრომდე არსებობენ, მაგრამ მხოლოდ კრემლში: იქ, ექიმი, მზარეულთან ერთად, ყოველ ულუფას ამოწმებს“.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკვების უსაფრთხოებაზე არა მარტო პუტინი ზრუნავს. მაგალითად, ჯორჯ ბუშისა და ბილ კლინტონის მზარეული ყვება, რომ ლონდონში ვიზიტისას ბუშმა ყველა კერძისგან სინჯის აღება გამოძიების ფედერალური ბიუროს ორი აგენტს დაავალა.

განსაკუთრებული უნდობლობა კი აშშ-ის პრეზიდენტებს არაამერიკული საკვების მიმართ ჰქონიათ. მაგალითად, ჰილარი კლინტონმა, როდესაც ის პირველი ლედი იყო, იმის გამო დაატოვებინა სამსახური ფრანგ მზარეულს, რომ თვლიდა, ის ზედმეტად ცხიმიანი სამზარეულოს მოყვარული იყო.
0

ავტორი: