08:09:15     26-07-2012
ქათამი მაყვლის სოუსით
მასალა:
ქათმი 1,2კგ.
ერბო 50გრ.
სოუსისთვის:
მაყვალი 3/4 ჭიქა
დაუმწიფებელი ყურძენი 1/4 ჭიქა
გატარებული ნიგოზი 1/2 ჭიქა
მწვანე წიწაკა 1ც.
ქინძი საშუალო კონა
ნიორი 1-2 კბილი
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქვაბში ჩავასხათ 2 ლიტრი წყალი და ავადუღოთ, შემდეგ ჩავდოთ გასუფთავებული ქათმი და ვხარშოთ 30 წუთის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე, პერიოდულად მოვხადოთ ქაფი. მოხარშვის შემდეგ ამოვიღოთ ქათამი, ცოტა გავაცივოთ, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, მოვათავსოთ ერბოწასმულ ფორმაზე და შევდგათ 200 "С ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 15 წუთი გამოსაცხობად.
სოუსის მომზადება:
ყურძენი და მაყვალი დავჭყლიყოთ, მოვათავსოთ მარლაზე და გავმოვწუროთ წვენი. მიღებულ წვენს დავამატოთ 1/2 ჭიქა ცივი წყალი, გატარებული ნიორი, წიწაკა, ქინძი, ნიგოზი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ. გამოვიღოთ აირღუმელიდან ქათამი, მოვასხათ მომზადებული სოუსი და შევდგათ ისევ აირღუმელში მომზადებამდე კიდევ 15–25 წუთი. სუფრაზე გავიტანოთ ცხლად.
0