ბერა რუსეთის მოქალაქეა ბერა რუსეთის მოქალაქეა />


  13:49:10     25-07-2012

ბერა რუსეთის მოქალაქეა

a20205.jpg

ბიძინა ივანიშვილი, დიდი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან, სხვადასხვა პრიმიტიული საშუალებებით მაქსიმალურად ცდილობს რუსეთთან საკუთარი კავშირების და დამოკიდებულებების მიჩქმალვას. 

საამისოდ, ოლიგარქმა რამდენიმე პოპულისტური ნაბიჯი გადადგა, რითაც სურდა საქართველოს მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ის რუსეთის ხელისუფლების მარიონეტი „პოლიტიკოსი“ არ არის. მათ შორის იყო ბიზნესის ფორმალური გაყიდვა რუსეთში და ასევე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარის თქმა. 

მილიარდერმა ამომრჩევლის დარწმუნება იმაშიც სცადა, რომ ის ნატოს და დასავლეთთან საქართველოს ინტეგრაციის მომხრეა. საამისოდ კი, სხვა არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ მისმა დაქირავებულმა „აქტივისტებმა" „მეოცნებეთა“ რამდენიმე შეხვედრაზე ხალხისათვის თვალის ასახვევად ნატოს დროშები ააფრიალეს.

რამდენად გამოუვიდა დიდ ბიზნესმენს და პოლიტიკოსს ეს მარტივი ტრიუკები, მის შემდგომ წინასაარჩენო კამპანიაში, მოსახლეობასთან შეხვედრებისას ნათლად გამოჩნდა. 

როგორც ცნობილია, მთელ რიგ რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში ხალხმა ივანიშვილთან შეხვედრაც კი არ მოისურვა, ხოლო ზოგან მას პრეტენზია სწორედ რუსეთთან ფარული კავშირების გამო წაუყენეს.

ამჟამად კიდევ ერთი დეტალი ირკვევა იმის დამადასტურებლად, რომ ივანიშვილს მშობლიური დედა რუსეთი არ ეთმობა. ამას მოწმობს იმ ფაქტი, რომ მისი ვაჟიშვილი ბერა, რომელიც მამიკოს სიმაყეა და ყველგან თან დაატარებს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. რუსეთის მოქალაქე პატარა ბერას, მდიდარი მამიკოს გაპოლიტიკოსობა შესაძლოა მხოლოდ იმიტომაც მოსწონს ასე, რომ მიტინგებზე მღერის. 

აშკარაა, რომ მილიარდერისთვის, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი მეზობელი ქვეყანა, სადაც მან თავისი საეჭვო წარმომავლობის კაპიტალი დააგროვა, დედამიწაზე ყველაზე საიმედო ადგილად რჩება და მასთან კავშირების გაწყვეტა ფიქრადაც არ მოსდის.

როგორც ჩანს, ოლიგარქი, რომელიც უკვე აღარაა ისე თავდაჯერებულად დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში, უკან დასახევ გზას იტოვებს და საკუთარი ოჯახის მომავალზე ამგვარად ზრუნავს, იმ შემთხვევისთვის, თუ ყველაფერი ისე ვერ წარიმართება, როგორც მას და მის ჩრდილოელ ბოსებს აქვთ წინასწარ ჩაფიქრებული...  

0

ავტორი: