სანკტ–პეტერბურგში, „კანონიერი ქურდი“ "ვეფხო" აიყვანეს... სანკტ–პეტერბურგში, „კანონიერი ქურდი“ "ვეფხო" აიყვანეს... /> "/> " />


  11:28:42     25-07-2012

სანკტ–პეტერბურგში, „კანონიერი ქურდი“ "ვეფხო" აიყვანეს...

a20198.jpg

„კანონიერ ქურდებს“ რომ საქართელოში არ დაედგომათ, ეს ყველაზე უკეთ თავად ქურდებმა იციან. ამიტომაც კარგა ხანია, რაც მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აქაურობას გარიდება არჩია. თუმცა, ცხადია, „საქმიანობის“ შეწყვეტა ვინც არ მოინდომა, ძირითადად, რუსეთს მიაშურა და ახლა იქ „მოღვაწეობს“.

39 წლის “ვეფხოც” რუსეთს შეფარებულ ქართველ კანონიერ ქურდთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ნამდვილად არ გაუმართლა. საერთაშორისო ძებნაში მყოფი დანაშაულებრივი სამყაროს ქართველ წარმომადგენელს რუსეთის ჩრდილოთ დედაქალაქში, სანკტ–პეტერბურგში, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე, როგორც არალეგალი ცხოვრობდა, ბედმა უმუხთლა  და ნარკოტიკების უკანონო ბრინვის ბრალდებით დააპატიმრეს. თუმცა რუსმა სამართალდამცველებმა ვეფხოს ესეც არ აკმარეს და იგი ამ რამდენიმე დღის წინ თავიანთ ქართველ კოლეგებს გადასცეს, სადაც სავარაუდოდ 39 წლის „კანონიერი ქურდი“ სასამართლოს წინაშე მალე წარსდგება.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვეფხო მრავალჯერაა ნასამართლევი და საქართველოში, როგორც რუსული მასმედია წერს, მას 8 წელი მოუწევს გისოსებს მიღმა გატარება.

ვეფხო სამართალდაცველთა მხედველობის არეალში არაერთხელ მოხვედრილა. მაგრამ ყოველთვის სხვადასხვა გვარ–სახელებს იგონებდა. თუმცა, შემდეგ დოკუმენტურად არც ერთი მათგანი არ დასტურდებოდა.

– სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მამაკაცი რუსეთის ტერიტორიაზე არამხოლოდ უკანონოდ იმყოფებოდა, არამედ იძებნებოდა კიდეც. ჩვენ შევიტანეთ გადაწყვეტილება შესაბამის ორგანოში  დაკავებულის საქართველოში დეპორტაციის შესახებ, სადაც მას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის გამო დაუსწრებლად 8 წელი აქვს მისჯილი, – განაცხადეს სანკტ–პეტერბურგის შს სამმართველოს პრესცენტრში.

არსებული ინფორმაციით, დაპატიმრებული 21 ივლისს „ზემო ლარსზე“ ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს.

0

ავტორი: