08:22:47     25-07-2012
აშშ–მ სირია ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამო გააფრთხილა
„ბი–ბი–სის“მიერ 24 ივლისს ადრე დილით გავრცელებული განცხადებით, მას შემდეგ, რაც სირიამ განაცხადა, რომ „გარეშე ძალების მხრიდან აგრესიის შემთხვევაში“ მზადაა ქიმიური იარაღი გამოიყენოს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამასკო გააფრთხილა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას აზრი არა აქვს.
პენტაგონმა ეს განცხადება მას მერე გააკეთა, რაც სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმომადგენელმა პირველად აღიარა, რომ რომ მათ ქიმიური იარაღი გააჩნიათ.
სირიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ჯიხად მაკდისიმ თქვა, რომ, „ქიმიური იარაღი, თუ ის გვაქვს, არასოდეს არ იქნება გამოყენებული სამოქალაქო მოსახლეობის, სირიელი ხალხის წინააღმდეგ“. იგი მხოლოდ ინტერვენციის შემტევაში იქნება გამოყენებული.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა ასევევე შეშფოთება გამოთქვა დამასკოს ამ განცხადებასთან დაკავშირებით, და იქვე დასძინა, რომ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში „იმსახურებს დაგმობას“.
რეგიონში „ბი–ბი–სის“კორესპონდენტის, ჯიმ მიუირის თქმით, ანალიტიკოსები შეშფოთებულნი არიან დამასკოს ამ განცხადებით, რომ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ შეეძლებათ ქიმიური იარაღი ხელში ჩაიგდონ.
გასულ კვირას ოპოზიციის მხარეს გადასულმა ყოფილმა სირიელმა დიპლომატმა, ნავაფ ფარესმა განაცხადა, რომ ბაშარ ასადი არ გაჩერდება მანამ, სანამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს არ გამოიყენებს.
მანამდე სირიას ოფიციალურად არასოდეს უღიარებია, რომ ქიმიური იარაღის მარგს ფლობდა. მეტიც, მას ქიმიური იარაღის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის კონვენციისთვისაც ხელი არ მოუწერია.
რაც მთავარია, სირიის ოპოზიციას, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია განცხადება, რომ სამთავრობო ძალებმა მათ წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
ყოველივე ამის პარალელურად ყატარში არაბული ქვეყნების ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები სასწრაფოდ შეიკრიბნენ და ბაშარ ასადს გადაგომისკენ მოუწოდეს. მას ასევე შესთავაზეს, რომ მის ოჯახს სირიიდან უსაფრთხოდ ევაკუაციის საშუალებას მისცემდნენ.
მათვე ოპოზიციას მოუწოდეს ჩამოაყალიბონ, გარდამავალი მთავრობა.
ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, მთავრობის საშინაო უსაფრთხოების ძალებმა ყოველგვარი ბრძოლისუნარიანობა დაკარგეს და რეჟიმი მხოლოდ დასუსტებული არმიის მხარდაჭერის იმედზეა.
მათივე თქმით, დამასკოს ცენტრში აფეთქების შედეგად მთავრობის ოთხი წევრის დაღუპვამ ხელისუფლებას სერიოზული დანაკლისი მიაყენა.
თუმცა, დამასკოს ის რაიონები, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებდნენ კვლავ სამთავრობო ძალების ხელში გადავიდა.
23 ივლისს სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა კადრები, უსაფრთოების ძალები ბოევიკთა ძებნის მიზნით, როგორ ატარებდნენ ჩრეკას სახლებში.
ამჟამად მიმდინარეობს შეტაკებები სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში. ოპოზიციამ ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადა, რომ მზადაა ალეპო აიღოს და მასზე კონტროლი დაამყაროს.
სახელმწიფო ტელევიზიებმა განაცხადეს, რომ აქ საუბარია მხოლოდ „ტერორისტებზე“.
ამასობაში თურქეთმა ალეპოში საკუთარი კონსული სამშობლოში გაიწვია.
ათასობით ლტოლვილი კი თურქეთსა და სირიაში გადავიდა. გაეროს უმაღლესი კომისარიატის ლტოლვილთა საკითხებში განცხადებით, სირიელ ლტოლვილთათვის შენდება ბანაკი ასევე იორდანიაშიც. ახალი ბანაკი იქ 100 ათას კაცზეა გათვლილი.
სირიის კონფლიქტის პერიოდში 2011 წლის მარტიდან დღემდე დაიღუპა 19106 კაცზე მეტი.
0