20:42:39     24-07-2012
„ალ-ქაიდა“ აშშ–ს 11 სექტემბრის ტერაქტზე საშინელი თავდასხმით ემუქრება
ტერორისტული ორგანიზაციის „ალ-ქაიდას“ ირანის დაჯგუფება აცხადებს, რომ მებრძოლები აშშ-ის „შიგ გულში“ ტერაქტს გეგმავენ - იუწყება NBC News. ტერორისტულმა ქსელმა გაარვცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი იუწყება, რომ ტერორისტები უკვე გზაში არიან:
„მოჯაჰედები უკვე დაიძრნენ თქვენი არმიის კვალდაკვალ. მათ დაიფიცეს დაგსაჯონ უფრო მკაცრი მეთოდებით, ვიდრე ეს ოსამამ გააკეთა“ - განაცხადა ლ-ბაღდადიმ, თუმცა არ დააზუსტა, სად იგეგმება შეტევა.
„უახლოეს ხანებში თქვენ ნახავთ მათ ქვეყნის გულში, რამდენადაც ჩვენი ომი თქვენს წინააღმდეგ უკვე დაიწყო“ - განაცხადა ალ-ბაღდადიმ. აშშ-ს სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ნიუ-იორკი, სადაც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ტერორისტთა ათი აქცია მაინც აღკვეთეს, არ არის ტერორისტთა სამიზნე. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის თქმით, დღესდღეობით ქალაქს არაფერი ემუქრება. აგენტები ასევე ამბობენ, რომ ტერორისტთა ლიდერები საკმაოდ ხშირად იმუქრებიან ტერაქტებით, თუმცა, ეს ხშირად, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი მუქრა და ბლეფია.
ითვლება, რომ ადამიანი, სახელად აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ირანის „ალ-ქაიდას“ დანაყოფს 2010 წელს ჩაუდგა სათავეში. შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტერაქტის მუქარის გარდა ბაღდადიმ ასევე განაცხადა, რომ თავდასხმებისა და მკვლელობების ტალღა დაიწყება ერაყშიც, საიდანაც ამერიკული ჯარები 2011 წლის დეკემბერში გავიდნენ.
23 ივლისს ერაყში რამდენიმე ტერაქტი მოხდა, რომელთა მსხვერპლიც, Agence France-Presse-ის მონაცემებით, ასზე მეტი ადამიანი გახდა, 200 კი დაიჭრა. ეს დღე ქვეყნისთვის, 2012 წლის ყველაზე სისხლიან დღედ იქცა. დაღუპულთა უმრავლესობა მუსულმანი-შიიტები იყვნენ, რამაც საფუძველი მისცა ზოგიერთ ექსპერტს ევარაუდა, რომ ტერაქტები „ალ-ქაიდას“ სუნიტმა მებრძოლებმა განახორციელეს.
0