„მეოცნებე“ კოკოითის ბუნაგიდან... „მეოცნებე“ კოკოითის ბუნაგიდან... />


  15:44:15     24-07-2012

„მეოცნებე“ კოკოითის ბუნაგიდან...

a20174.jpg

ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ხშირ შემთხვევაში უსუსური, უპერსპექტივო და საზოგადოებისთვის მიუღებელი. ეს რომ მართლაც ასეა, კარალეთისა და ვაყას მაგალითებმაც აჩვენა, ბიძინას „მეოცნებე“ კანდიდატებს ხალხი აგრესიულად ხვდება: ძველი კორუმპირებულები, პოლიტიკოსები წარსულიდან, რომელთაც ისევ ხელისუფლებაში მოსვლა და „ფულის ხვეტა“ მოუნდათ - ასე აფასებენ უბრალო ამომრჩეველები „მეოცნებეთა“ კანდიდატებს.

ბრონირებული ჰამერით ხაშურის რაიონის სოფელ ვაყაში ჩამოვლა გაჭირვებული ხალხის დაცინვა უფროა, ვიდრე მათი გულშემატკივარი კაცის პოზიცია. სხვამ შესაძლოა არც იცოდეს, მაგრამ ხაშურელებსა და ვაყელებს მაინც არ ესწავლებათ ვინააა სინამდვილეში, ბელადის შერჩეული კანდიდატი... „პრესა. ჯი“ აპირებს კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას ვინ არიან ბიძინას რჩეულები.

ბიძინა ივანიშვილმა თავის „მეოცნებეთა“ მაჟორიტარულ კანდიდატებში ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი თანაგუნდელი და ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ცხინვალში გაქცეული ლერი ხაბელოვიც წარმოადგინა. ის ბიძინას სახე უნდა იყოს ქარელში. ოკუპირებული ტერიტორიიდან სულ რაღაც ათეულ კილომეტრში. 

„მინდა ვუთხრა ჩემ ოს ხალხს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც შექმნის სულ სხვა საქართველოს, სადაც ჩვენ ერთად, ბედნიერად ვიცხოვრებთ“, - რომელ სახელმწიფოს ჰპირდება ოს ხალხს ხაბელოვი? ალბათ საბჭოთა საქართველოს, თავის კონტრაბანდული ერგნეთის ბაზრობიანად, რომელსაც ასე მისტირის ივანიშვილი და მისი გარემოცვა.

არადა საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ლერი ხაბელოვი აგვისტოს ომიდან მალევე საქართველოდან პირდაპირ კოკოითის ბუნაგში გაიქცა და რუსებს ანტიქართული განცხადებებით თავი მოაწონა. როგორც მაშინ ამბობდნენ, ხაბელოვი, ამის წყალობით, სეპარატისტების საახალწლო სუფრაზეც მოხვედრილა.  

პარტიის საინიციატივო საბჭოში წარდგენის დროს, ბიძინა ივანიშვილს რატომღაც არ დაუკონკრეტებია, სად ცხოვრობს და ვისთან ერთად აწარმოებს ბიზნესს მისი პოლიტპარტიის წევრი და რჩეული - ხაბელოვი, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტში თანამდებობის დაკარგვის გამო, გაიქცა ოკუპირებულ ცხინვალში.

აბა იმას ხომ ვერ იტყოდა, პატარკაციშვილთან ერთად ოლიმპიურში თანამდებობაზე ყოფნა და ფინანსების განკარგვა არ მაცალეს და გავნაწყენდიო. ამიტომ ხაბელოვმა ცხინვალიდან განცხადებები აკეთა, რომ თურმე ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით გაუდევნიათ.

„საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეიგნო, რომ არ შეიძლება მეზობელთან ყოველ წუთს ჩხუბი და დაძაბული ურთიერთობა გქონდეს. არასოდეს ვყოფილვარ არც ქართველი და არც ოსი ხალხის მტერი.

ვინც მტრად მთვლის, ეს მისი პრობლემაა და ძალიან მეცოდება ეს ადამიანი. საქართველოს მარტო რუსეთთან კი არა, ოს ხალხთანაც აქვს ბევრი რამ გასარკვევი... ის, რაც 2008 წელს მოხდა, უკანგადადგმული ნაბიჯია“, ლერი ხაბელოვი გაზეთ „ვზგლიადიდან“ ასე გვმოძღვრავს: „საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაიგო ერთი რამ: მეზობლებთან ჩხუბი და მუდმივად დაძაბული ურთიერთობა არ შეიძლება“, -აცხადებს ივანიშვილის პარტიის წევრი, რომელიც ოს სეპარატისტებთან ერთად მშვენივრად აწარმოებდა ბიზნესს და მისივე განცხადებებიდან, როგორც ჩანს, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ადანაშაულებს. 

ამის ფონზე კი, ხაბელოვს არსად განუცხადებია, რომ აგვისტოს სისხლიან ომში ხელები პუტინს აქვს გასვრილი. მისი განცხადებები ერთი ერთზე ჰგავს კრემლის მაღალჩინოსნებისა და დიდი ბელადის - ივანიშვილის განცხადებებს.

თუ ივანიშვილის პარტია რეალურად პროდასავლურია, მაშინ მის რიგებში რუსეთის მხარდამჭერი განცხადებების ავტორს არავინ მიიღებდა. რეალურად, ხაბელოვი ივანიშვილის სარკეა და მისი პოლიტიკური ბოსიც რომ ისე არ ფიქრობდეს, როგორც სეპარატისტულ ოსეთში გაქცეული ხაბელოვი, როგორც მინიმუმ „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფში არ ჩასვამდა.  

პრინციპში, თავად ივანიშვილსაც არსად უთქვამს, რომ აგვისტოს ომი სწორედ პუტინის დამსახურებაა. პირიქით, ამ მიმართულებით ის ყოველთვის ცდილობს თავის გამოსვლებში პუტინს ლაქები ჩამორეცხოს და მხოლოდ საქართველოს ადანაშაულებს.

თავად ძასოხოვი მოსკოვში პირდაპირ პეკინიდან გაიქცა, სადაც ის ოლიმპიადის სპორტსაზოგადოება „დინამოს" ხელმძღვანელის რანგში იმყოფებოდა. ძასოხოვმა გაზეთ „სეგოდნიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ანტიქართული განცხადებები გააკეთა და ისიც განაცხადა, რომ ისიც და ხაბელოვიც ოსური წარმომავლობის გამო შეავიწროვა ხელისუფლებამ და ხაბელოვი ცხინვალში წავიდაო.  

ისე საინტერესოა, თუ ამდენი ხანი საქართველოში ეთნიკური ნიშნით სდევნიდნენ, ამ ხელისუფლების პირობებში როგორ იშოვეს რამდენიმე ათეულმილიონიანი ქონება (ცალკე შესწავლის საკითხია პატარკაციშვილის დროს ოლიმპიურ კომიტეტში განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციები) და როგორ ინიშნებოდნენ მნიშვნელოვან პოსტებზე ძასოხოვი ან ახლა ივანიშვილის პარტიაში ლამის პირდაპირ ვაზელინითურთ მოხვედრილი ლერი ხაბელოვი?

ეს ქარელის მაჟორიტარობის მსურველი კანდიდატის ნამდვილი სახეა, არა ისეთი საოცნებო, ბიძინას შემაღლებული, ბრონირებული ტრიბუნიდან რომ სჩანს. „პრესა. ჯი“ სხვა „მეოცნებე“ მაჟორიტარების პორტრეტებსაც შემოგთავაზებთ.  

0

ავტორი: