ექსპერტთა მოსაზრებით, რუსეთის ხელისუფლება ძალაუფლებას დაკარგავს ექსპერტთა მოსაზრებით, რუსეთის ხელისუფლება ძალაუფლებას დაკარგავს />


  07:59:26     24-07-2012

ექსპერტთა მოსაზრებით, რუსეთის ხელისუფლება ძალაუფლებას დაკარგავს

a20149.jpg

ინტერნეტ–პორტალ „გაზეტა.რუ“–მ ექსპერტებზე და მიმომხილველებზე დაყრდნობით რუსეთისთვის სახიფათო სამომავლო პროგნოზები გააკეთა. ერთ–ერთი მათგანი, ვინც პუტინის ხელისუფლებისთვის სახიფათო პროგნოზი გააკეთა, თავად „გაზეტა.რუ“–ს მიმომხილველი ეკატერინა ვინოკუროვაა.

„ყველაზე საშინელი პროგნოზები ქვეყანაში პოლიტიკური განვითარების მხვრივაა. მსგავს რამეს ხშირად გაიგონებთ არა მხოლოდ ოპოზიციის, ან უფლებათა დამცველთა მხრიდან, არამედ თვით ჩინოვნიკების, „ედინოროსებისა“ და სახელისუფლებო პოლიტოლოგებისგანაც.

როცა პუტინი გახდა პრეზიდენტი, იმ ღამეს, მოსკოვში მანეჟნაიაზე ვსეირნობდი გამოველაპარაკე იმათ, პუტინს ხმა მისცა. მათ ვერ განმიმარტეს, თუ რატომ გააკეთეს ეს. 40 სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ხალხი გამოვკითხე და მათი პასუხი ასეთი გახლდათ. „აბა, მაშინ ვინ, თუ არა ის?“, – წერს ვინოკუროვა.

ცხადია, რომ სტანდარტული პასუხია, მაგრამ ვერაფერს იტყვი. თუმცა, მათი ასეთი განწყობის მიუხედავად, რუსეთის მომავალზე არცთუ დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ მრავალრიცხოვანი ექსპერტები და ანალიტიკოსებიც.

სისტემა იშლება, ამისთვის უწყვეტი, მასშტაბური საპროტესტო აქციებიც კი არ არის საჭირო, მიუთითებენ ექსპერტები.

რუსეთის სახელისუფლებო ვერტიკალის დემონტაჟი მოხდება ქაოტურად, კრიზისის პირობებში, როცა ხელისუფლებას მოუწევს ისეთ მოვლენებზე რეაგირება, რომელთა წინასწარმეტყველება ძნელია. ახალი გლობალური კრიზისის ალბათობა გარეგნული, მაისის მონაცემებით, 50 %–ზე მეტია.

სტრატეგიულ დამუშავებათა ცენტრის (სდც) პრეზიდენტის, მიხეილ დიმიტრიევის თქმით, სწორედ მისმა ექსპერტებმა დაწერეს პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადის პროგრამა. სხვათა შორის, მოსკოვში ბოლო მასობრივი აქციების შესახებ პროგნოზებიც სწორედ ამ ცენტრს ეკუთვნოდა, რაც ცხადია ახდა კიდეც. სდც–ს ახლანდელი პროგნოზი შედგენილ იქნა სამოქალაქო ინიციატივათა კომიტეტის შეკვეთით, რომელსაც სათავეში ექს–ფინანსთა მინისტრი, ალექსეი კუდრინი უდგას. ანალიზის შედეგები არა მხოლოდ ძალზე არადამაიმედებელი არმოჩნდა, არამედ შემაშფოთებელიც კი. ექსპერტებმა რუსეთში პოლიტიკური ძალადობისა და რეჟიმის რეაქციის შემდგომი გავრცელება და ეკონომიკური რეფორმების მორიგი შეჩერება ივარაუდეს, რაც ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. ასეთ პირობებში ხელისუფლების ტრანსფორმაცია აუცილებელია, ასკვნიან ცენტრის ექსპერტები.

„ქვეყანა მომწიფდა პრინციპულად ახალი პოლიტიკური ქცევისა და თამაშის იმ წესებისთვის, რომელთა იგნორირებაც უკვე არავის შეუძლია. ამიტომაც ხელისუფლება იძულებული იქნება ამ წესებით ითამაშოს. თუ იგი ამას არ მოსურვებს, მაშინ ძალაუფლებასაც დაკარგავს“, – იწინასწარმეტყველა ცენტრის პრეზიდენტმა დმიტრიევმა.

0

ავტორი: