ესპანურმა გამოცემამ „დრუდაია როსიას“ ლიდერები ამხილა ესპანურმა გამოცემამ „დრუდაია როსიას“ ლიდერები ამხილა />


  09:09:49     23-07-2012

ესპანურმა გამოცემამ „დრუდაია როსიას“ ლიდერები ამხილა

a20120.jpg

გავლენიანი ესპანურმა გაზეთმა АВС–მ გამოქვეყნა ისეთი კრიტიკული სტატია რუსული ოპოზიციის ლიდერთა, ედუარდ ლიმონოვისა და გარი კასპაროვის მიმართ, რასაც აქციების პერიოდში ვერავინ გაბედავდა. სტატიაში სათაურით „ნაცისტური კომუნისტები? დიახ ასეთებიც არსებობენ“ ესპანური გამოცემა წერს: „ნაციონალ–ბოლშევიკები“ ანტიპუტინურ ბლოკ „დრუგაია როსიაში“ ყველაზე აქტიურნი და რადიკალურები არიან. მათი დროშა თითქმის ისეთივეა, როგორც გერმანელი ნაცისტების დროშა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მასზე სვასტიკის ნაცვლად გამოსახულია ნამგალი და ურო“ .

„აკრძალული ნაციონალ–ბოლშევიკური პარტიის წევრები ისევე, როგორც სხვები, რუსეთში დღეს ძალზე განიცდიან საბჭოთა კავშირის დაშლას და მისი ძლევამოსილების გამო დიდ ნოსტალგიას განიცდიან“, – აღნიშნავს АВС.

მოძრაობის ლიდერს, „წითელ–რუხ“ მწერალ, ედუარდ ლიმონოვს თავის დემონსტრაციებზე გამოაქვს მართლმადიდებელი ქრისტიანისა და ჩრდილოეთ კორეის სიმბოლიკა მისთვის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ლოზუნგითურთ „რუსეთი ყველაფერია, სხვა დანარჩნი არარაობაა“. ახალგაზრდა ნაციონალ–ბოლშევიკები „თხემით ტერფამდე რადიკალები არიან. ლიმონოვი ტრადიციული დასავლური ღირებულებების ნაცვლად ყველას მოუწოდებს, რომ კომუნიზმი, სოციალიზმი და ფაშიშმიი შეერწყას ახალ ანტიკაპიტალისტურ, ანტილიბერალურ და ანტიინდივიდუალისტურ იდეოლოგიას“, – წერს გამოცემა.

 ნაციონალ–ბოლშევიკები ასევე ეთაყვანებიან ჰებელსსა და სტალინს. „პირველი იყო ერთ–ერთი ყველაზე გამოკვეთილი „წითელ“ ნაცისტებს შორის, ხოლო მეორე – ერთ ერთი ყველაზე გამოკვეთილი ნაციონალისტი წითლებს შორის“ , – ვარაუდობს გაზეთი.

უცნაურია გარი კასპაროვის ხილვა ედუარდ ლიმონოვის გვერდით, შენიშნავს АВС: „შესაძლოა, ამ მოჭადრაკეს ჩვენ მხოლოდ ვაიდეალიზირებთ. არც ის უნდა დავივიწყოთ, კასპაროვი „დრუგაია როსიას“  ყველაზე გამოჩენილი ლიდერია, ადამიანი, რომელიც შობილია საბჭოთა კავშირში“, – განმარტავს მადრიდის უნივერსტიტეტის პროფესორი, კარლა III მონტსერატ უგეტი.

ესპანეთში ნაციონალ–ბოლშევიკური პარტიის უახლოესი ანალოგია მოძრაობა „ევროპული ალტერნატივა“, რომლის ყოფილმა წევრებმაც ახლა დააფუძნეს ნეონაცისტური პარტია სოციალ–რესპუბლიკური მოძრაობა, აფრთხილებს მიკთხველს ესპანური გამოცემა.

გამოცემა ასევე თავის მკითხველებს შესხსენებს, რომ 2008 წელს კასპაროვმა მხარი დაუჭრა საქართელოზე რუსეთის თავდასხმას და რამდენიმე წლის წინ „ფეესბეს“ მისწერა გაზეთ „ზავტრას“ მთავარი რედაქტორის, პროხანოვის მსგავს „ნაციონალ–პატრიოტთა“ მიმართ საჩივარი, რომელშიც მოითხოვდა, რომ ისინი „ექსტრემიზმის“ გამო ციხეში ჩაესვათ.

თავის დროზე ლიმონოვიც „ფეესბეს“ საკუთარი პარტიის სამსახურს სთავაზობდა ბალტიის ქვეყნებში მასობრივი უწესრიგობების გამოწვევის მიზნით.

0

ავტორი: