08:56:51     23-07-2012
თაფლის ნამცხვარი
მასალა:
შაქარი 1 ჭიქა
წყალი 1 ჭიქა
თაფლი 2 ს/კ.
სოდა 1 ჩ/კ.
გამაფხვიერებელი 0,5 ჩ/კ.
კაკაო ან ყავა 2 ს/კ.
ქიშმიში 0,5 ჭიქა
წვრილად დაჭრილი ნიგოზი 0,5 ჭიქა
ზეთი 0,5 ჭიქა
პურის ფქვილი 1,5–2 ჭიქა
ვანილი 1 ჩ/კ.
გასაფორმებლად:
ალუბლის მურაბა და შაქრის პუდრა გემოვნებით.
მომზადება:
შაქარს დავმატოთ წყალი, ზეთი და ცოტათი გავაცხელოთ, შემდეგ დავამატოთ თაფლი და კარგად ავურიოთ, რათა შაქარი და თაფლი გადნეს. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შევურიოთ სოდა, კაკაო, ვანილი, დავასხათ, შაქრიან–თაფილიანი მასა და კარაგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ, ნიგოზი, ქიშმიში, ფქვილი გამაფხვიერბელი და კვალავ ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია). მომზადებული ცომი ჩავსხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში, დაახლოებით 25–30 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გავაფორმოთ ალუბლის მურაბით.
0