გუბაზ სანიკიძის აქტივისტების მიერ ნაცემ ჟურნალისტს გულის შეტევა დაემართა გუბაზ სანიკიძის აქტივისტების მიერ ნაცემ ჟურნალისტს გულის შეტევა დაემართა />


  13:01:36     21-07-2012

გუბაზ სანიკიძის აქტივისტების მიერ ნაცემ ჟურნალისტს გულის შეტევა დაემართა

a20110.jpg

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და აქტივისტებისგან ჟურნალისტებზე თავდასხმა განხორციელდა. გუშინ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გუბაზ სანიკიძემ ბალახვანში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე საინფორმაციო სააგენტო „მედია ჯგუფის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სანიკიძის დაცვის წევრები და აქტივისტები სასტიკად გაუსწორდნენ და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს და აპარატურა წაართვეს. რის შედეგადაც ოპერატორს ზაზა ქობალიას გულის შეტევა დაემართა. 

ქობალია სასწრაფო დახმარების მანქანით ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქობალია მკურნალობას ამ დრომდე გადის.

„მედია ჯგუფის“ ჟურნალისტის ბაჩო გვენეტაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

გვენეტაძე მოუწოდებს მედია საშუალებების წარმომადგენლებს საკუთარი უფლებების დასაცავად სოლიდარობის აქციები „ქართული ოცნების“ ყველა ოფისთან გამართონ. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გვენეტაძე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაზარალებული ოპერატორი კი შესაბამის უწყებას მიმართავს.

0

ავტორი: