09:13:23     21-07-2012
პალტუსი ბადრიჯნით და წიწაკით
მასალა:
თევზი პალტუსი (ფილე) 600გრ.
ბადრიჯანი 300გრ.
ბულგარული წიწაკა 200გრ.
პომიდორი 200გრ.
ხახვი 2 თავი
ზეთი 200გრ.
არაჟანი 200გრ.
პურის ფქვილი 2 ს/კ.
ქონდარი 1/2 ჩ/კ.
ქინძი 5 ძირი
ოხრახუში 5 ძირი
დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზის ფილე გავყოთ 3 თანაბარ ნაჭრად, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ფქვილში ორივე მხრიდან. ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი და ხახვი დავჭრათ კუბიკებად და შევწვათ ზეთში ცალცალკე, შემდეგ ერთმანეთში ავურიოთ, დავამატოთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და კარგად ავურიოთ. შემწვარ თევზს წავუსვათ არაჟნის ნახევარი, მოვაყაროთ ქონდარი. მომზადებული ბოსტნეულის მასა მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე, დავასხათ დარჩენილი არაჟანი, თავზე დავაწყოთ თევზი და გამოვაცხაოთ აირღუმელში 10 წუთის განმავლობაში 220* ტელმპერატურაზე. მომზადების შემდეგ მოვაყაროთ მწვანილი.
0