09:11:31     21-07-2012
ვარდის ღვინო
ყველამ იცის, რომ ვარდი სიყვარულისა და სიწმინდის სიმბოლოა, თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის ის, რომ "ვარდის ღვინოც” აგრეთვე სიყვარულის სასმელი გახლავთ. სასმელის სახელწოდება მისი ფერიდან მომდინარეობს, და როგორც მას გურმანები უწოდებენ, ”ვარდის ღვინო” საკმაოდ რთული, მაგრამ ელეგანტური სასმელია. მისი სირთულე რაში მდგომარეობს უცნობია, თუმცა ცნობილია ის ფაქტი, რომ ყურძნის განსაკუთრებული დადუღებისას, სასმელი განსხვავებულ, ვარდისფერ ფერს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ "ვარდის ღვინო” საკმაოდ პოპულარულია, მისი გასინჯვისას, შეიძლება იმედგაცრუება დაგეუფლოთ, რადგან სასმელი მეტად მშრალი და ზედმეტად დელიკატურია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ევროპაშია დამზადებული.
ამერიკაში დამზადებული ღვინის ეს სახეობა კი, საკმაოდ ტკბილი და სასიამოვნო დასალევია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ვარდის ღვინის” პოპულარობა ბოლო პერიოდში გაიზარდა. ბოლო წლების განმავლობაში "ვარდის ღვინო” უფრო მეტი გაიყიდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ვიდრე სხვა ნებისმიერი სახეობის ღვინო. მისი დაარსების ისტორიის ზუსტი ვერსია არ არსებობს, თუმცა ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ერთ-ერთ ოფიცერს, მაღალი წრის წარმომადგენელი ქალბატონი შეუყვარდა. თურმე ამ ქალბატონს ვარდის ფურცლებში ბანაობა უყვარდა. ომის დასრულების შემდეგ კი, ოფიცერმა ქალის საპატივსაცემოდ ვარდის ფურცლებისგან ღვინო დაამზადებინა და თავის სიყვარულს მიუძღვნა. არავინ იცის ეს ისტორია მართალია თუ არა, თუმცა ცხადია: თუ თქვენ მანდილოსნებზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, გირჩევთ, რომ სწორედ "ვარდის ღვინო " მიართვათ.
წყარო: avtoradio.ge
0