აფხაზები ეჭვობენ, რომ რუსეთი მათ აღიარებას უკან წაიღებს აფხაზები ეჭვობენ, რომ რუსეთი მათ აღიარებას უკან წაიღებს />


  12:51:12     20-07-2012

აფხაზები ეჭვობენ, რომ რუსეთი მათ აღიარებას უკან წაიღებს

a20090.jpg

ის, რომ  მონაკოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია „საქართველოს შესახებ“, სადაც აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ მოხსენიებულნი არიან არიან ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთმა კი კენჭისყრის დროს თავი შეიკავა, აფხაზური, სეპარატისტულად განწყობილი საზოგადოებრიობის მუდმივი განხილვის საგანს შეადგენს. ხშირად ტარდება მოსახლებაში გამოკითხვებიც, თუ რატომ მოხდა ეს ასე და რას შეიძლება ნიშნავდეს?  

ამაზე მოსახლეობის პასუხი არერთგვაროვანია. თუმცა უმეტესობა რუსეთს ასეთ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, არ მიესალმება და ძალზე გაწბილებულია მისით, ხოლო რა თვითდინებებია, ამ გადაწყვეტილების შიგნით, მათთვის უცნობია.

ამის დასტურად მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს, რომელიც მარიონეტული პრესით იქნა გავრცელებული.

ჯოფ კაპბა: „ეს დიპლომატიაა, რთული საკითხია, მე არ ვიცი. რუსეთი ასე არ უნდა მოქცეულიყო, რადგანაც იგი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც გვაღიარა. დიპლომატიაში, სირთულეები, რა თქმა უნდა, არსებობენ. თუ რის გამო შეიკავეს თავი, დეტალურად არ ვიცი. ამიტომაც არ შემიძლია ვთქვა“.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, ოდესმე რუსეთმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებაზე უარი განაცხადოს, იგივე ჯოფ კაპბას მოსაზრება ასეთია: „არა არ ვფიქრობ, ეს რუსეთს არ აწყობს. რუსეთი აქ მყარად დამკვიდრდა“.

თემურ ზანთარია: „მე, სიმართლე გითხრათ, ძალზე გაკვირვებული ვარ და არა მხოლოდ მე. გაუგებარია. რუსებმა, ფაქტობრივად, საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს ხმა. მათ რაღაცის თქმა მაინც შეეძლოთ, მაგრამ არ თქვეს. საერთოდ, გაურკვეველი სიტუაციაა. ან იქ კულისებს მიღმა ვაჭრობა მიმდინარეობს, რის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. ხოლო იმის შესახებ უკან წაიღებს თუ არა, თავის აღიარებას, თუ მათ საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს ხმა, სრულიად შესაძლებელია, რომ შეუძლიათ ასეც მოიქცნენ და თავიანთ აღიარებაზე  ოდესღაც თვითონვე  თქვან უარი. აი, შეურაცხყოფას გაყენებენ და თქვენ კი ამბობთ: „მე არ ვიცი. შესაძლოა, თქვენ მართალი იყოთ“. ასე არ გამოდის?“.

0

ავტორი: