ბაშარ ასადი - შეშლილი დიქტატორი, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღს ფლობს ბაშარ ასადი - შეშლილი დიქტატორი, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღს ფლობს />


  08:05:33     20-07-2012

ბაშარ ასადი - შეშლილი დიქტატორი, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღს ფლობს

a20078.jpg

დასავლეთი სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ გამოუვალი მდგომარეობის გამო ბაშარ ასადმა, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, რათა მეამბოხეთა შეტევა შეაჩეროს.

როგორც ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ წერს, სხვა ახლოაღმოსავლურ ქვეყნებს შორის სირიას ყველაზე დიდი რაოდენობით აქვს ქიმიური იარაღი: ზარინი, იპრიტი და ციანიდი. ამის თაობაზე საუბარია სპეციალურ შეტყობინებებში, რომელთა ავტორებიც, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო განყოფილების მოხსენებებზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ სირიის არმიის არსენალში ბიოლოგიური იარაღიც შედის.

აშშ-სა და საფრანგეთის ხელისუფლებებმა სამშაბათს შეშფოთება გამოთქვეს ასეთი ალბათობის გამო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სირიის არმიის საწყობებიდან ქიმიური იარაღის გატანა დაიწყეს. სირიის ყოფილმა ელჩმა ბაღდადში ნავარ ფარესმა კი საეროდაც დაადასტურა, რომ ასადმა ქიმიური იარაღი უკვე გამოიყენა ჰომსში.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ იარაღის კონტროლი შეუძლებელი გახდება? თუკი ის აღმოჩნდება, ვთქვათ, ოპოზიციის ხელში, რომელსაც არ აქვს პირობები, რაც მის შესანახადაა აუცილებელი? ან სულაც მოხვდება „ალ-ქაედას“ ტერორისტების ან ლიბანში შიიტური მოძრაობის „ჰეზბოლას“ ხელში? „შეუძლებელია წარმოიდგინო უფრო საშინელი რამ, ვიდრე შეშლილი დიქტატორი, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღს ფლობს“ - ამბობს აშშ-ის სამხედრო დეაზვერვის ყოფილი ოფიცერი კრის ალეკსანდერი.

იორდანიამ, რომელსაც ათობით ათასი სირიელი დევნილი აფარებს თავს, ძალიან სერიოზულად აღიქვა ქიმიური იარაღის საფრთხე. „ჩვენ უკვე მივიღეთ შესაბამისი ზომები“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თუმცა დეტალებზე საუბარი აღარ ისურვა. ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა ბაშარ ჯაფარიმ განაცხადა, რომ დამასკო არ აპირებს ქიმიური იარაღის გამოყენებას არც მოსახლეობისა და არც ოპოზიციის მიმართ და ასეთ პუბლიკაციებს ავრცელებენ ისინი, ვისაც თავად სურს ქიმიური იარაღის სირიელი ხალხის წინააღმდეგ გამოყენება, რათა შემდგომ, სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და ბრალდებებისთვის მყარი საფუძველი ჰქონდეს.

თავის მხრივ, გაუგებრობაა წარმოქმნილი ბაშარ ასადის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საპორტო ქალაქ ლატაკიაშია გაიქცა ტერაქტის შემდეგ, რომელმაც თვადაცვის მინისტრი და რამდენიმე საკვანძო თანამდებობის პირი შეიწირა. თუმცა სირიის ტელევიზიამ უჩვენა კადრები, სადაც ასადი ახალი თავდაცვის მინისტრისგან ფიცს იღებდა. როგორც აღინიშნა, კადრები დამასკოს სასახლეში იყო გადაღებული. სირიის ელჩმა მოსკოვში კი განაცხადა, რომ არც პრეზიდენტი და არც მისი მეუღლე არსად გაქცეულან და ისინი დამასკოში იმყოფებიან.

0

ავტორი: