08:04:36     19-07-2012
სტაფილო და გოგრა არაბულად
მასალა:
სტაფილო 800გრ.
ნახევარი გოგრა
ტომატ–პასტა 2–3 ს/კ.
ლიმონი 2ც.
ხმელი ქინძი 1 ჩ/კ.
ნიორი 6 კბილი
ძირა 1 ჩ/კ.
მარილი და ზეითუნის ზეთი გემოვნებით.
მომზადება:
სტაფილო და გოგრა გავასუფთავოდ, დავჭრათ 1 სმ. სისქის ნაჭრებად, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, ისე რომ მთლიანად ფარავდეს ბოსტნეულს, ავადუღოთ და ვხარშოთ 10–15 წუთი (მივაქციოთ ყურადღება რომ ბოსტნეული ძალიან არ გადაიხარშოს). შემდეგ გადმოვიღოთ თუშფალანგზე. ცალკე ჯამში ერთმანეთს შევურიოთ ლიმონის წვენი, მარილი, ზეითუნის ზეთი (რამოდენიმე კოვზი), ძირა, ქინძი, დანაყილი ნიორი, ტომატ–პასტა და კარგად ავურიოთ. შემდეგ მომზადებულ მასაში ჩავყაროთ მოხარშული გოგრა და სტაფილო, კვლავ ავურიოთ და შევინახოთ მაცივარში რამოდენიმე საათით.
0