“თუ რუსეთი საქართველოზე „ხიდის გადებას“ მოისურვებს, ის კიდევ ერთხელ მოძალადედ იქნება მიჩნეული” “თუ რუსეთი საქართველოზე „ხიდის გადებას“ მოისურვებს, ის კიდევ ერთხელ მოძალადედ იქნება მიჩნეული” />


  07:52:28     19-07-2012

“თუ რუსეთი საქართველოზე „ხიდის გადებას“ მოისურვებს, ის კიდევ ერთხელ მოძალადედ იქნება მიჩნეული”

a20040.jpg

როგორ იმოქმედებს რუსეთი ირანთან ომის შემთხვევაში და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს სამხრეთ კავკასიას მოსკოვის მხრიდან? ამ კითხვაზე რადიო „ამერიკის ხმამ“ ამერიკელ ექსპერტთა მოსაზრებები ჩაწერა.

ჰერითიჯის ფონდის მკვლევარი არიელ კოენი ამბობს, რომ კავკასიას საფრთხე არ ემუქრება, რადგან საერთოდაც, ირანთან ომი ნაკლებად სავარაუდო: „არ მგონია, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია განხორციელდეს. ეს რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ირანმა ახლო მომავალში ბირთვული ბომბი არ შეიმუშავა და თელ-ავივს არ დაუმიზნა.“

ხოლო თუ სამხედრო ოპერაციები მაინც დაიწყება, კოენი ფიქრობს, რომ ეს სამხრეთ კავკასიისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს მაინც არ წარმოქმნის, რადგან მისი თქმით, ირანის ყურადღება ჰორმუზის სრუტეზე იქნება გამახვილებული. თეირანი შეეცდება გადაკეტოს ნავთობის ტანკერების მარშრუტი. ამასთან, მისი ფიზიკური სამიზნე ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე ამერიკული ბაზები ისრაელი იქნება.

პოლკოვნიკ ჯონ ჩიკის თქმით, დღეს, რუსეთს სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაცია არ აწყობს, რადგან ამით მას საზღვარზე დამატებითი საზრუნავი გაუჩნდება.  „გარდა ამისა, მოგეხსენებათ, სომხეთში, რომელიც ირანს ესაზღვრება, რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს, რომელზეც დესტაბილიზაცია მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. აზერბაიჯანში კი რუსებს დიდძალი ფინანსური ინტერესები აქვთ. “ - განაცხადა ჩიკმა.

მისივე თქმით, რუსეთს კარგს არაფერს მოუტანს არც სომხეთში დისლოცირებულ საკუთარ ბაზასთან საქართველოს გავლით ე.წ. სახმელეთო ხიდის გადებაც. „ამაზე საერთაშორისო გამოხმაურება დადებითი არ იქნება. გარდა ამისა, რუსეთი კიდევ ერთხელ იქნება მიჩნეული მოძალადე ქვეყნად. მაგრამ მართალი გითხრათ, მოვლენების ამ სცენარით განვითარების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რადგანაც სომხეთის საზღვარი ირანთან იმდენად მოუხერხებელ ადგილზეა და იმდენად პატარაა, რომ რთულია გავთვალოთ, რა საფრთხე შეიძლება მიადგეს რუსეთს საზღვრის ამ მონაკვეთიდან“ - განაცხადა ამერიკელმა პოლკოვნიკმა.

0

ავტორი: