„ქართული ოცნების“ მთვრალი ლიდერები ჟურნალისტებს  ემუქრებიან „ქართული ოცნების“ მთვრალი ლიდერები ჟურნალისტებს ემუქრებიან />


  12:45:26     18-07-2012

„ქართული ოცნების“ მთვრალი ლიდერები ჟურნალისტებს ემუქრებიან

a20027.jpg

„ქართული ოცნების“  ლიდერები და პარტიული შეფები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულ  საუბარს   და მუქარას ისევ აგრძელებენ. პრინციპში, რა გასაკვირია, რომ ეს   მათი ტაქტიკაა დიდი ბელადის, ბიძინას  ჟურნალისტებისადმი გამოხატული აგრესიის შემდეგ. ივანიშვილის დანერგილ წესს, მუქარას  ჟურნალისტებისადმი რეგიონალური პარტიული ბოსები ხომ არ ჩამორჩებიან?!

სამაგიეროდ, შეზარხოშებული „ოცნებისტები“ ინფო-9-ის ჟურნალისტებთან ერთად შეხმატკბილებულად სადილობენ რესტორან-რესტორან ამის არაერთი ფაქტი გადაიღო itv.ge-მ და მერე საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ ეს მედია-საშუალებები ბიძინას ჯიბის ტელევიზიები და სააგენტოები არ არისო.  

ამჯერად   კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისში საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისი თუდეის"  ჟურნალისტის და ასევე სააგენტოს მფლობელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა. „პრესა ჯი“ კომენტარისათვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბუბა ჩივაძეს  დაუკავშირდა:

- ბუბა, კონკრეტულად რა მოხდა და რამ გამოიწვია შენს მიმართ ასეთი აგრესია?

- გუშინ ვესაუბრე ტელეფონით ,,ქართული ოცნების“ ქუთაისის თავჯდომარეს ქალბატონ მანანა მიქაძეს და ვთხოვე,  ჩაგვეწერა მასალა საკითხზე, თუ როგორ დასრულდა ამომჩეველთა სიების დაზუსტება ქუთაისში. ქალბატონმა მანანამაც თანხმობა მომცა. დღეს მისულებს კი შეურაცხყოფით შეგვხვდა ქართული ოცნებისა და  ეროვნული ფორუმის ქუთაისის თავჯდომარე კახა დვალიშვილი, რომელმაც ოფისში შესვლის საშუალება არ მოგვცა.

ის ყვიროდა ხმამაღალი ტონით, რომ ჩვენ იქ არაფერი გვესაქმებოდა. დამიწყო ჩხუბი, რომ ოფისიდან წამოვსულიყავით, წამოვიდა იერიშით, უნდოდა ხელით შეგვხებოდა და ასე შემდეგ...  პარტიის ოფისში მყოფი დაუდგენელი პიროვნებები მეკითხებოდნენ, მყავდა თუ არა ბუღალტერი, დაფინანსებას საიდან ვღებულობდი და ასე შემდეგ. ეს ხალხიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ისინი აცხადებდნენ ,რომ იყვნენ პარტიის დამფუძნებლები.

- ანუ ადასტურებთ ინფორმაციას ,რომ დღის საათებში კოალიცია ,,ქართული ოცნების“ რეგიონალური  ლიდერი და  ეროვნული  ფორუმის თავმჯდომარე კახა დვალიშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა?

- დიახ ,ეს ადამიანი იყო ნასვამი. ასევე ის ხალხიც, რომელიც მას მხარს უბამდა. ყველა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუ ამ მასალს დავბეჭდავდით, ისინი დაგვემუქრენ საგადასახადოში ჩივილით და დიდი ფინასური ჯარიმებით.

მათი განცხადებით, ეს საქმე ასე არ დარჩება და გაგძელება კვლავ ექნება.მიყვიროდნენ  ხმამაღალი ტონით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ რომელიმე ჩემი ჟურნალისტის მიმართ განხორციელდება ფიზიკური ზეწოლა ან რაიმე სახის სიტყვიერი ლანძღვა-გინება. მედია-სააგენტო დაუყონებლივ იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ასევე შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს მივმართავთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების თავიდან ასაცილებლად.

0

ავტორი: