საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ დაკავებულ წევრებს პატიმრობა მიუსაჯა საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ დაკავებულ წევრებს პატიმრობა მიუსაჯა />


  12:28:21     18-07-2012

საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ დაკავებულ წევრებს პატიმრობა მიუსაჯა

a20024.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ დაკავებულ წევრებს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯათ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2012 წლის მაისში დაიწყო გამოძიება, პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლი).

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პარტიის წევრს შეუძლია საწევროს სახით პარტიის სასარგებლოდ შეიტანოს წელიწადში 1200 ლარი, ხოლო მოქალაქეს შეუძლია პარტიის სასარგებლოდ წელიწადში განახორციელოს შემოწირულობა 60000 ლარის ოდენობით; ამავე კანონით იკრძალება სხვა პირის სახელით პარტიის საწევრო შენატანის ან შემოწირულების განხორციელება.

კანონის აღნიშნული მოთხოვნის გვერდის ავლით, პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა პარტიულ ანგარიშებზე თანხის მობილიზების დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც კოალიციის ხელთ არსებული ფული, მისთვის „კანონიერი“ სახის მიცემისათვის, უნდა გადანაწილებულიყო ათეულობით ფიზიკურ პირზე, რომლებიც საკუთარი სახელით პარტიისთვის შემოწირულობას განახორციელებდნენ“-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.  

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალი „კონსერვატიული პარტიის“ აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა; აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით ისევ კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ იმავე სქემა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა „ეროვნულმა ფორუმმა“. კერძოდ, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, „ეროვნული ფორუმის“ გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ აქტივისტს გადასცეს 1750 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა გადარიცხა „ეროვნული ფორუმის“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა თვალთმაქცური გარიგების ბრალდებით გუშინ „ქართული ოცნების“ სამი წევრი დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელდა გარიგების ფარული ჩანაწერიც.

მერაბ კაჭახიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილსა და ტარიელ ქარდავას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში ბრალი წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით - კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადებისათვის.

0

ავტორი: