შურისძიება პატრიარქსა და წმინდა სინოდზე (ვიდეო) შურისძიება პატრიარქსა და წმინდა სინოდზე (ვიდეო) />


  17:58:16     17-07-2012

შურისძიება პატრიარქსა და წმინდა სინოდზე (ვიდეო)

a19996.jpg

ივანიშვილის ტელევიზია, რომელსაც სრულად აკონტროლებს „ქართული ოცნება“, უკვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგაც იბრძვის. 

„მეცხრე არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო იმაზე - უნდა მონაწილეობდნენ თუ არა, საეკლესიო პირები ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ მანიფესტაციებში. 

შეგახსენებთ: მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მცხეთის მიტინგზე სასულიერო პირები გამოჩნდნენ, წმინდა სინოდმა მიიღო სპეციალური განჩინება, სადაც ცალსახად დაფიქსირდა, რომ სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკაონ პოლიტიკური ხასიათის მიტინგებში მონაწილეობისაგან. 

წმინდა სინოდის ამ განჩინების შემდეგ, 15 ივლისს, გორში, „ქართული ოცნების“ მიტინგზე მიმავალი მღვდლები ინტერნეტ-ტელევიზია „აიტივის“ კამერამ დააფიქსირა. 

მეტიც, „აიტივიმ“ გადაიღო კადრები, სადაც გამოჩნდა, რომ ერთ-ერთი მღვდელი, რომელიც „მეოცნებეთა“ სამარშრუტო ტაქსს მართავდა, „ქართული ოცნების“ დროშით იყო შეიარაღებული. 

ამ კადრების გავრცელების შემდეგ კი, ივანიშვილის პერსონალურმა რუპორმა, „მეცხრე არხმა“ სასულიერო პირთა „ქართული ოცნების“ მიტინგებში მონაწილეობის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა და დაასკვნა: ‎"დეკანოზი, რომელსაც პატრიარქი აღსარებას აბარებს, დარწმუნებულია, რომ სინოდის განჩინება პატრიარქის ნება არ იყო“. 

სიუჟეტში გაჟღერებულმა ამ ფრაზამ კი საზოგადოების განსაკუთრებულად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც ყველა კვლევების მიხედვით, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნდობას იმსახურებს, „მეცხრე არხის“ ამ სიუჟეტის მიხედვით, თურმე საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში ავტორიტეტით არ სარგებლობს. 

ექსპერტთა აზრით, მეცხრე არხის რეალური დირექტორი ივანიშვილი, რომელიც მისტიური ქვებითა და მასზე მკითხაობითაა გატაცებული, მსგავსი სიუჟეტებით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შიგნით განხეთქილებას ცდილობს. 

„ეს არის ყველაზე საშიში და სახიფათო თამაში, რომელიც შეიძლება წამოიწყო. ამ სიუჟეტით პატრიარქსა და სხვა საეკლესიო პირებს, მათ შორის წმინდა სინოდის წევრებს შორის უთანხმოების ჩამოგდებას ცდილობდნენ. 

რეალურად კი, არანაირი უთანხმოება წმინდა სინოდსა და უწმინდესს შორის არ არსებობს და ვერც იარსებებს. ფრაზა, თითქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილება პატრიარქის ნება არ იყო, მაგონებს არც თუ ისე დიდი ხნის წინ, გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის უპასუხისმგებლო განცხადებას - „პატრიარქი „პლენში“ ჰყავთ“. 

როგორც ჩანს, ვიღაცას არ მოეწონა წმინდა სინოდის განჩინება და ამიტომ, ასეთი სახიფათო ფორმით გადაწყვიტა შური ეძია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდის წევრზებზე“, - განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს საპატრიარქოში.     

0

ავტორი: