13:17:20     16-07-2012
NDI-ს კვლევის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს...

ამერიკის დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩატარდა.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, ამომრჩეველთა უმეტესობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ირჩევს.
გამოკითხულოთა 36% ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, 18% კი, კოალიცია ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 4% არცერთ პარტიას არ ენდობა.
გამოკითხვის შედეგებით 3% აქვს „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 1 % სხვა ოპოზიციას.
როგორც კვლევის შედეგების პრეზენტაციის დროს გაირკვა, სხვა ოპოზიცია მოიცავს დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ჯამს, რომელშიც „ლეიბორისტული პარტია“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქართული დასი“, „თავისუფალი საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“, „თეთრები“, „ევროპელი დემოკრატები“ და „საქართველოს დემოკრატიული პარტია“ შედის.
იგივე შეკითხვაზე რესპონდენტთა 16% აცხადებს, რომ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება არ სურს, ხოლო 22%-მა ჯერ არ იცის ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს საპარლამენტო არჩევნების დროს.
თუმცა, როგორც ყოველთვის, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ NDI-ს კვლევას არ ენდობიან.
ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მათ არაერთხელ განუცხადებიათ იმის შესახებ, რომ აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა არ არის სანდო...
„ჩვენ არ ვენდობით არც NDI-ს კვლევებს და არც სხვა ორგანიზაციებისას, რომელთა გამოკითხვის მეთოდოლოგიაც არ ვიცით და არც მათი დაფინანსების წყაროა ცნობილი“, - განუცხადა მაია ფანჯიკიძემ „პრესა.ჯი“-ს.
როგორც ჩანს, ფანჯიკიძე, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ ზურგს უკან „დედა ბუს“ უწოდებენ და მისი ბელადი ივანიშვილი მხოლოდ ისეთ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ენდობიან, რომელთა დამკვეთი მათი სათაყვანებელი პუტინი და რუსი ოკუპანტები არიან.
0