რუსი ავტორის ახალი გოპოლიტიკური რუკა: რუსეთი საქართველოს, მინიმუმ, ორ ნაწილად გაყოფს რუსი ავტორის ახალი გოპოლიტიკური რუკა: რუსეთი საქართველოს, მინიმუმ, ორ ნაწილად გაყოფს />


  11:22:54     16-07-2012

რუსი ავტორის ახალი გოპოლიტიკური რუკა: რუსეთი საქართველოს, მინიმუმ, ორ ნაწილად გაყოფს

a19954.jpg

ინტერნეტსაიტებზე გავრცელდა რუსი ავტორის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია -„გეოპოლიტიკური ექსპერტების მიერ შედგენილი ევროპის რუკა 2035 წლისათვის“, რომელიც, ავტორის თქმით აშშ-ს ცენტრალური სადაზვრევო განყოფილების, „გრუ“-ს, რიგი კვლევითი ინსტიტუტების ღია წყაროებს, ელვინ ტოფლერის, ზბიგნევ ბჟეზინსკისა და სამუელ ჰანთინგტონის ნამუშევრებს ეფუძნება. 

ჟურნალისტ იგორ ლესევის სტატია სხვადასხვა რუსულ პორტალებზე ვრცელდება.  მასში საუბარია 3 ახალ რუკაზე: დასავლეთ ევროპის, ცენტრალური ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის ახალ გეოგრაფიაზე. სწორედ ამ უკანასკნელში შედის საქართველოსთან დაკავშირებით ნავარაუდევი ცვლილებები.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ევროპის ერთიანობის შესუსტების შედეგად, ბალტიისპირეთის რეგიონები, „სადაც რუსული მოსახლეობა დომინირებს“, - ესტონეთში ნარვას რაიონი და აღმოსავლეთ ლატვია რუსეთის შემადგენლობაში შევლენ. ბელორუსი, როგორც სახელმწიფო, გაქრება და გახდება ეთნიკური პროვინცია რუსეთის შემადგენლობაში. „უკრაინის შემდგომი დაშლის“ პირობებში მოსკოვს გადაეცემა დონბასი, სამხრეთ უკრაინის დიდი ნაწილი და ყირიმი. კავკასიას კი გრანდიოზული ცვლილებები შეეხება, - ნათქვამია სტატიაში და გამოთქმულია ვარაუდი, რომ მოსკოვს გაუჭირდება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების შენარჩუნება და პირველ რიგში ეს დაღესტანს, ჩეჩნეთსა და ინგუშეთს  ეხება. საკითხავი მხოლოდ ისაა, რა ფორმით მოუწევს რუსეთს ამ რესპუბლიკებთან განშორება და ვისი ინიციატივით. ყველაზე სარწმუნო ვერსიად დასახელებულია „სტალინური მეთოდი“ - მეტ-ნაკლებად მჭიდროდდასახლებული მთიანი რეგიონების ჩამოჭრა არა არსებული ადმინისტრაციულისაზღვრების გათვალისწინებით.

რაც შეეხება აფხაზეთს „თავისი უმნიშვნელო მოსახლეობით“, ნავარაუდებია, რომ ის კრასნოდარის მხარეს მიუერთდება, ხოლო „საქართველოს, თბილისში მარიონეტული რეჟიმის დამყარების პირობებში, კომპრომისის სახით სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება“ - ნათქვამია სტატიაში.

მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებული „ცვლილებები“ ამით არ ამოიწურება და ის სამხრეთ კავკასიაში სხვა ცვლილებების შესაბამისად გრძელდება:

ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და სომხეთს შორის საერთო საზღვრის არსებობის პირობებში. 

 „ამისათვის კი საჭირო იქნება „სატრანსპორტო კორიდორი“, რომელიც საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად დაყოფს, თბილისისთვის, როგორც მინიმუმ, კახეთის ჩამოშორებით“ - ნათქვამია ახალი „გეოპოლიტიკური რუკის“ მონახაზში.

0

ავტორი: