ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური SPEECH თანდათან უფრო კომიკური ხდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური SPEECH თანდათან უფრო კომიკური ხდება />


  20:17:31     15-07-2012

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური SPEECH თანდათან უფრო კომიკური ხდება

a19941.jpg

სანამ გორში „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული მიტინგის დეტალურ ანალიზს შემოგთავაზებთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ მეოცნებეებისთვის სამწუხარო რეალობას იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მოლოდინი ივანიშვილთან მიმართებაში: „შეეჩვევა და გამოსვლებს დახვეწავს“ არათუ არ მართლდება, მთავარი მეოცნების პოლიტიკური „სადღეგრძლეობეი“ თანდათან უფრო კომიკურ ელფერს იძენს.

კომპოზიტორად ქცეულ აკაკის, „სამცხე-თიანეთს“, დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებულ ქუთაისს და სხვა სკანდალურ, სასაცილო განცხადებებს დღეს გორში კიდევ ერთი დაემატა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მისთვის მთავარ მოწინააღმდეგედ დასახულ მიხეილ სააკაშვილს ბაძავს და დავით აღმაშენებელს ხშირად ახსენებს, მაგრამ უფრო მეტად - არასათანადო კონტექსტში.

ჯერ იყო და, ქუთაისელები დატოვა პირღია, როცა განაცხადა, რომ ქუთაისი დავით აღმაშენებელმა დაარსა, მაგრამ მისმა მომხრეებმა თუ ეს მაშინ გელათის აკადემიით გაამართლეს, დღეს იგივე შინაარსის განცხადებას უკვე ახსნაც აღარ აქვს: ბიძინა ივანიშვილმა გორის დაარსებაც დავით აღმაშენებელს „მიაწერა“. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს „სპიჩრაიტერები“ ერთსა და იგივე ტექსტს, ოდნავ გადასწორებულს აზეპირებინებენ (თუმცა, სუფლიორი მაინც სჭირდება), მაგრამ გორთან მიმართებაში ძველი, ქუთაისური ტექსტის გადასწორება დაავიწყდათ და მასში აღმაშენებლის მიერ ქუთაისის დაარსების ეპიზოდი ძველი სახით გადმოვიდა...

0

ავტორი: