20:13:57     15-07-2012
გორში "ქართული ოცნების" აქციაზე 2300-მდე ადამიანი იმყოფებოდა

გორში ‘’ქართული ოცნების" აქცია ბიძინა ივანიშვილის მიერ შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებით დასრულდა.
აქციაზე კოალიციის სხვა ლიდერები არ გამოსულან, შესრულდა ბერა ივანიშვილის ერთი სიმღერა.
აქციას 2000-დან 2300 ადამიანამდე ესწრებოდა.
ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერების მობილიზება სხვადასხვა რაიონიდან მოახდინა.
ინტერნეტ ტელევიზია „iTV.ge“ ავრცელებს კადრებს, როგორ მიემართებოდნენ გორში საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ‘’ქართული ოცნების" მხარდამჭერები.
http://internet.ge/?l=GE&m=1&sm=0&ID=7216
0