„ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ერთმანეთს „წააყარეს“ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ერთმანეთს „წააყარეს“ />


  16:57:46     15-07-2012

„ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ერთმანეთს „წააყარეს“

a19931.jpg

„ქართული ოცნება“ გორში 19 საათზე დანიშნული მიტინგისთვის ემზადება. ბუნებრივია, როგორც ადრე, ახლაც დიდი რუდუნებით მიმდინარეობს სხვადასხვა რაიონიდან მხარდამჭერების მობილიზება. ამისთვის გამოყოფილია დაქირავებული სამარშრუტო ტაქსები და მაღალი გამავლობის მსუბუქი მანქანები, შტაბებში ჯერ კიდევ გუშინ დილით დარიგდა მაისურები და საწვავის ტალონები.

„პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტები სხვადასხვა რაიონში თვალყურს ადევნებენ მიტინგისთვის სამზადისს. ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფის ცნობით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა ხაშურსა და გორს შორის, ხაშურიდან დაძრული კოლონის წევრებში.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ერთ „მარშრუტკაში“ მყოფ აქტივისტ-ორგანიზატორს სხვა მანქანაში მყოფი კოორდინატორის მიერ საწვავის ტალონების განაწილების პროპორციულობა არ მოეწონა და საქმის გარჩევა გადაწყვიტა, რისთვისაც მას მობილურით დაუკავშირდა და მანქანის გადაყენება მოსთხოვა.

მას შემდეგ, რაც ორივე „მარშრუტკა“ კოლონას გამოეყო და გზისპირას გაჩერდა, ახალგაზრდებმა ერთმანეთში საქმის გარჩევა დაიწყეს, რასაც რამდენიმე წუთში ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ერთ-ერთმა კოორდინატორმა მეორეს მუშტ სახეში გაარტყა, ამ უკანასკნელმა კი ფეხის გარტყმით უპასუხა. ჩხუბში ორივე კოორდინატორის მომხრეები ჩაერთნენ, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ დაპირისპირება „ქარტული ოცნების“ ხაშურის შტაბის წევრებმა აღკვეთეს.

0

ავტორი: