"გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები"... "გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები"... /> "/> " />


  18:03:12     13-07-2012

"გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები"...

a19929.png

კახი კალაძეს ოცი შეიარაღებული კაცი გადაეფარა და ისე გამოიყვანეს კარალეთის დევნილთა დასახლებიდან. ქვებს გამორიდებული ფეხბურთელი, უკვე სამშვიდობოს გასული იცემდა გულზე მჯიღს და დევნილებს აგინებდა. ცისფერმაისურიანთა ცოცხალი კედელი იმდენ რკალად ერტყა, თითქოს ქვებს კი არა - ბობმბებს უშენდნენ.  

რამდენიმე დევნილმა ქალბატონმა და ქვამ თუ ასე შეაშინა ყოფილი სპორტსმენი, ადვილი წარმოსადგენია, ნამდვილ ბრძოლის ველზე რა შეიძლებოდა დამართნოდა. თუმცა კალაძე ის კაცი არაა, ნამდვილ ბრძოლის ველზე რომ ვიხილოთ.

აგვისტოს ომის დროს, მისი ხმა არავის გაუგია. მილანში, რომელიღაც ფოტოსტუდიაში გამოკეტილი, „ტანგით“ პოზირებდა. მისი ბრძოლის ველი პოდიუმია. მისი ფრონტის მეგობარი კი - ბიჭოლა.  

ბოლოს და ბოლოს რას უზამდნენ დევნილები სპორტსმენ კაცს? რომ არ გაქცეულიყო, კაცურად დამდგარიყო. მის ჩაქოლვას არავინ აპირებდა, გაღიზიანებული ხალხისთვის აეხსნა მხოლოდ, რატომ მიაჩნია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. დევნილები მას ერთი უწყინარი კითხვით მიმართავდნენ: სად იყავი აგვისტოს ომის დროს...

ბოლო დროს კახი ყველა ველიდან გაიქცა. გაიქცა სპორტიდან, გაიქცა გაიქცა მეგობრობიდან. სპორტში თამაშები გაყიდა, კარში ავტოგოლი გაიტანა, მეგობრებს უღალატა, მაგრამ ქვა მაინც არავის უსვრია. 

დევნილი ქალების მიერ ნასროლმა ქვებმა კი, საბოლოოდ დაუსვა წერტილი მისი, როგორც ვაჟკაცის ცხოვრებას. როცა კახის ფეხბურთზე მოუნდება საუბარი, მას აუცილებლად შეახსენებენ ავტოგოლებს, როცა ვაჟკაცობაზე დააპირებს საუბარს, გაახსენებენ კარალეთის დღეებს, ქვებს და კურდღელივით გაქცევას. ამიტომ, ბიჭუნას სამტრედიიდან, ისღა დარჩენია, მაღალ მოდაზე ისაუბროს თავაწეულმა... 0

ავტორი: