ბადრი ბასიშვილი: კალაძემ კარალეთელებს ბოდიში მოუხადოს და ბებიამისს შეაგინოს. . . ბადრი ბასიშვილი: კალაძემ კარალეთელებს ბოდიში მოუხადოს და ბებიამისს შეაგინოს. . . />


  14:12:35     13-07-2012

ბადრი ბასიშვილი: კალაძემ კარალეთელებს ბოდიში მოუხადოს და ბებიამისს შეაგინოს. . .

a19924.jpg

ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი, ბადრი ბასიშვილი კარალეთში ჩასახლებული დევნილებისთვის ტერორის მოწყობაში, კახი კალაძეს ადანაშაულებს და ყოფილ სპორტსმენს მოუწოდებს დევნილ მოსახლეობას ბოდიში მოუხადოს. 

დეპუტატის მტკიცებით, გუშინ, კარალეთში მომხდარი ინციდენტი კალაძის „ზონდერ ბრიგადების“ მიერ იქნა პროვოცირებული. მისი თქმით, მოსახლეობის გაღიზიანება „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებმა გამოიწვია, რომლებიც ამბობდნენ, რომ „საქართველომ და სააკაშვილმა ომი დაიწყეს“. კარალეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ ბადრი ბასიშვილს ესაუბრა:

- რამ გამოიწვია, კარალეთში დევნილ მოსახლეობასა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის პროცესების დაძაბვა?

- წმინდა წყლის დასახლებაში, ცხინვალის რეგიონიდან 480 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებთანაც შეხვედრა „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოინდომეს. დასახლებაში კალაძე 200 ახალგაზრდა აქტივისტთან ერთად მივიდა და ისინი მოწოდებებს აკეთებდნენ „ხალხო თქვენთან შეხვედრა გვინდა“, იმ დროს, მოსახლეობის ნაწილი ბაღში იყო, ზოგიც სახლებში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა აგრესიული საუბარი დაიწყეს და ამბობდნენ, რომ რას გიკეთებთ ხელისუფლება, ამ ბოსლებში როგორ ცხოვრობთო და ა.შ.

- თქვენ ამბობთ, რომ მოსახლეობის პროვოცირება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოახდინეს?

- დიახ, გუშინდელი ინციდენტი კალაძისა და მისი მეგობრების მოწყობილი პროვოკაციაა, რის გამოც, ამ ხალხს, კალაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს. მან შეაგინოს ბებიამისს... ეს ხალხი საგინებელი არ არის. კადრებში კარგად ჩანს, ამ გმირ მოსახლეობას დედას როგორ აგინებენ. წლების განმავლობაში, ეს ხალხი რუსულმა ტანკებმა ვერ შეაშინა და ისინი რა უფლებით იგინებოდნენ?

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს, იარაღის ამოღებაც დაფიქსირდა, რის გამოც, მოსახლეობა წყობიდან გამოვიდა. მსგავსი რამ არავის გაუკეთებია და ეს ყველაფერი მართლა სირცხვილია. თქვენ იცით, რომ ოცი წელია ამ რეგიონში ვითარება დაძაბულია, მაგრამ ეს ხალხი არავის შეუშინებია და მათ საკუთარი სახლები იქამდე არ დატოვეს, ვიდრე ავიაციამ დაბომბვა არ დაიწყო.

ხალხი წყობიდან ისე გამოიყვანეს, რომ ქვების სროლა დაიწყეს. ეს ქვა შეიძლება კალაძესაც მოხვდა და მის მეგობრებსაც, მაგრამ დასახლებაში კალაძის თანმხლები „ზონდერ ბრიგადები“ დაფიქსირდა, რომელთა სურვილი პროვოკაციის მოწყობა იყო და არა ხალხთან შეხვედრა.

- ანუ, კალაძეს თან „ზონდერ ბრიგადები“ ახლდნენ?

- დიახ, „ქართული ოცნების“ „ზონდერ ბრიგადები“, ასევე იქ იყვნენ ყოფილი სპორტსმენები და მხარბეჭიანი ბიჭები, მაგრამ მათ მოსახლეობამ საკადრისი პასუხი გასცათ და ტერიტორიიდან კურდღლებივით გაიქცნენ, რაც მართლაც სამარცხვინოა.

თუ ეს ხალხი მოსახლეობას წესიერად დაელაპარაკებოდა, ისინი მათ მოუსმენდნენ, მაგრამ იცით მოსახლეობა რამ აღაშფოთა? „ქართული ოცნების“ წევრები ამბობდნენ, რომ „ომი საქართველომ და სააკაშვილმა დაიწყო“, ანუ, კალაძემ ზუსტად იგივე გაიმეორა, რასაც პუტინი ამბობს. ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ საქართველომ ომი დაიწყო... ეს ამ ხალხის შეურაცხყოფაა. კალაძე დაცვის თანხლებით დადის და საინტერესოა, რად უნდა ამდენი დაცვის წევრები? - ეს ყველაფერი ხალხს აღიზიანებს. 

- ბრალდებებს გუშინ, კალაძეც გამოეხმაურა და თქვენს განცხადებებს „აბსურდი“ უწოდა და დასძინა, რომ თქვენი „ზონდერ ბრიგადები“ სკოლის დირექტორებს ამუშავებენ იმაზე, რომ მოსახლეობაზე რეპრესიები განახორციელონ. რას უპასუხებდით მას?

- კალაძე არის მატყუარა, ისევე როგორც სოზარ სუბარი, რადგან იქ შეკრებილი ხალხი სწორედ კარალეთში მცხოვრები დევნილები იყვნენ. ეს ხალხი, ამ დასახლებაში ცხოვრობს და არა მათსავით ფეშენებელურ სახლებში.

დაპირისპირების დროს, იქ იყო მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც დევნილები არიან და ამ დასახლებაში ცხოვრობენ. შეიძლება რომელიმე ჩემი ნათესავია კიდეც, რადგან ხეობაში ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ კალაძე თუ 70 წლის ქალებსა და კაცებს ჩემს „ზონდერებს“ ეძახის, „მალადეც“ მაგას. რაც შეეხება ჩემს გარშემო მყოფ ხალხს, მყავს მეგობრები, რომელთაც უყვართ საქართველო, სამშობლო და ქვეყნის პრეზიდენტი. კალაძისნაირი მეგობრები კი არ მყავს, პუტინს რომ ემონებიან.

- „ქართული ოცნება“ 15 ივლისს, გორში აქციის გამართვას გეგმავს. ეს აქცია მშვიდობიანად ჩაივლის?

- ხელისუფლება ყველანაიარად ცდილობს, რომ მათ მიერ ორგანიზებული გამოსვლები მშვიდობიანად დასრულდეს, მაგრამ შიდა ქართლის სოფლებში სიარულისას, „ქართუმა ოცნებამ“ ნახა, რომ ხალხი მათ არ ხვდებოდა და 500 ოჯახიან სოფლებშიც კი არავინ გამოდიოდა.

სწორედ ამის გამო, მათ აგრესიული მეთოდების გამოყენება გადაწყვიტეს. შეიძლება თქვან, რომ ხალხს ეშინია და ამიტომ არ გვხვდებაო, მაგრამ მათი ტყუილების არავის სჯერა, რადგან ხალხი კარგად მიხვდა ესენი ვინ არიან. რაც შეეხება 15 ივლისის აქციას, თუ მათი პროვოკაციული ქმედებები განმეორდა, მათ პასუხს თავად მოსახლეობა გასცემს და ხელისუფლება ამ სამარცხვინო პროცესებში არ ჩაერთვება. კალაძისგან განსხვავებით, მანდილოსნებზე ხელი ფაშისტებსაც კი არ აუწევიათ.
0

ავტორი: