16:12:12     11-07-2012
CNN-მა ქსენია სობჩაკის გაპრეზიდენტება ივარაუდა

თქვენ ალბათ გსმენიათ პერის ჰილტონის შესახებ, მაგრამ იცით თუ არა რამე ქსენია სობჩაკზე? ის არა მარტო ახალგაზრდა, არამედ ლამაზი და მდიდარია. მის მიკრობლოგს „ტვიტერში“ ნახევარი მილიონი ადამიანი აწერს ხელს. ახლა კი, ის უკვე ოპოზიციის რუპირიც გახდა - ასე წარადგინა ამერიკულმა ტელეკომპანიამ თავის ეთერში ქსენია სობჩაკი, რომლის შესახებაც ვარაუდიც გამოთქვა, რომ შესაძლოა, ის, რუსეთის პირველ პრეზიდენტ ქალად იქცეს.
რატომაც არა? ქსენია მდიდარია, „ფორბსმა“ მისი ქონება 2,5 მილიონ დოლარად შეაფასა. მისთვის, ბიზნესი უცხო არ არის. პოპულარულია ტელე-რადიო ეთერის წყალობით, წერს სხვადასხვა ჟურნალებში... მოცემულ მომენტში კი, ამ სიმდიდრესა და პოპულარობას, ის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იყენებს და ოპოზიციის ერთ-ერთი რუპორია.
ამერიკული ტელეკომპანია ხაზს უსვამს, რომ ამერიკის ახალმა ელჩმა, რუსეთში ჩასვლისთანავე,
პირველი, რაც გააკეთა, იყოს ის, რომ ქსენია სობჩაკს დაუკავშირდა და შეხვედრაზე
შეუთანხმდა. ასევე, მისი ბლოგის ხელმომწერი გახდა, რაც „ნიშნავს,
რომ ეს გოგონა ძალიან გავლენიანია“ - დაასკვნა ჟურნალისტმა.
რაც შეეხება პერის ჰილტონთამ მსგავსებას, რომელსაც პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია, ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ სობჩაკს ამისათვის საჭირო თითქმის ყველა წინაპირობა აქვს, ასევე ჰყავს ოპოზიციონერი მეგობარი მამაკაცი და მათი მიზანია ბოლო მოუღონ პუტინის მმართველობას, რეჟიმს, რომელიც ახლა რუსეთშია დამყარებული. ის თავისი სოციალური აქტივობის რეკლამირებისა და მხარდაჭერისათვის ინტერნეტს იყენებს, რაც ძალიან ჰგავს იმას, რაც 2008 წელს ბარაკ ობამას მოძრაობასთან დაკავშირებით ხდებოდა - შენიშნა ჟურნალისტმა, რომელსაც სტუდიაში მჯდარი წამყვანი იმ იმედით დაემშვიდობა, რომ ვინ იცის, დროთა განმავლობაში, სობჩაკი, იქნებ, პირველი პრეზიდენტი ქალიც გახდეს რუსეთში?...
სიუჯეტი
http://inotv.rt.com/2012-07-11/Amerikanci-prochat-Sobchak-v-prezidenti
0