19:14:50     11-07-2012
სოჭში 20 წლის აფხაზი გოგონა ჯიბის ქურდობაზე აიყვანეს

წარუმატებლად დასრულდა სოჭში ჩასული აფხაზი გოგონას თავგადასავალი, რომელიც სხვისი საფულის დაუფლებას ცდილობდა.
10 ივლისს ავტობუსის გაჩერება „პლატანოვაია ალეაზე“ რუსი ეროვნების ქალი სამარშუტო ტაქსის ელოდებოდა. ამ დროს მის გვერდით მყოფმა, როგორც მოგვიანებით დადგინდა 20 წლის აფხაზმა გოგომ მისი საფულის დაუფლება მოინდომა და ხელი მოსაცდელ სკამზე დადებულ ჩანთაში ჩაუყო. იქიდან საფულის ამოღებისთავე შეეცადა მიმალულიყო. თუმცა ჩანთის პატრონმა ახალგაზრდის მოძრაობა შეამჩნია და მას გაეკიდა. შოჭელები გაოცებულნი შეყურებდნენ მორბენალ ქალებს. თუმცა, დევნა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადანაც ისინი სისხლის სამართლის სამძებროს მუშაკმა შეამჩნია, რომელიც დაზარალებულს ქურდის დაკავებაში დაეხმარა.
დაკავებული პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც მისი ვინაობის გარკვევას შეეცადნენ. რამდენიმე საათში დადგინდა, რომ ეჭვმიტანილი 20 წლისაა და იგი სოჭში აფხაზეთიდან იყო ჩასული. პოლიციელთა ვარაუდით, ის პროფესიონალი ჯიბის ქურდია და სოჭშიც „სამუშაოდ“ იყო ჩასული. პოლიციელებს იგი თავიდან საკუთარ ვინაობასა და სოჭში ჩასვლის მიზეზს არ უმხელდა და სხვადასხვა გვარ–სახელები დაუსახელა. თანაც დაკითხვის დროს უხეშობდა და ჩადენილ დანაშულსაც, ცხადია, კატეგორიულად უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტზე დაიჭირეს.
მართლია მას საფულე ხელში მხოლოდ რამდენიმე წუთით ეკავა, მაგრამ ასეთ მცირე დროში მისი პირწმინდად ამოსუფთვება მოუსწრია. მოგვიანებით მოწმეთა თანდასწრებით მოპარული თანხა მას ტანსაცმლის ნაკეცებიდან ამოუღეს.
ქურდობის ფაქტზე რუსეთის დეფერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 161– ე მუხლით „დაღაჩაღებაზე“ საქმე აღიძრა, რაც 4 წლით თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0