14:56:32     11-07-2012
ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკაში შემთხვევით მოვედი და შემთხვევით წავალ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარის დროს ხშირად უშვებს შეცდომებს. მისი დაშვებული შეცდომების გამოსწორება კი, კოალიციის წევრებს უწევთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს არ იცნობს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილსაც არ აღმოუჩენია ჯერ საკუთარ თავში ის, რომ პოლიტიკოსი არ არის.
კოალიციის ლიდერი, ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა. შეხვედრა ბათუმში გაიმართა და მას მაია ფანჯიკიძე და დავით უსუფაშვილიც ესწრებოდნენ.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ოლიგარქმა განაცხადა, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა. ამის შემდეგ უცნაური რამ თქვა, რაც ვერც იქ მყოფმა ჟურნალისტებმა გაიგეს და ვერც მაყურებელმა, რომელმაც ეს კომენტარი ნახა და მოისმინა.
„მე ჩემი თავი, შემთხვევით მგონია მოსული პოლიტიკაში და ასე ვთვლი დღესაც. და როგორც შემთხვევით მოვედი, ასეთი მინდა დავრჩე... და ასეთივე მინდა წავიდე“-განაცხადა ივანიშვილმა.
პ.ს: ღმერთო, გაარკვიე ეს კაცი, ჯერ საკუთარ თავში და მერე პოლიტიკაში.
0