12:17:49     11-07-2012
ხუხაშვილისა და ივანიშვილის ძაღლებს შორის, მაია ფანჯიკიძემ გაიარა

ადამიანთმოძულე ბიძინა ახლა მოექსპერტო ელემენტს, საკუთარ მრჩეველ გია ხუხაშვილს შემოსწყრა. მოკლედ, „ოცნებების ოლიმპოზე“ შავი ღრუბლები ხტუნვა–ხტუნვით დარბიან, ხან ვის თავზე მოქუჩდებიან, ხან ვისაზე. ამჯერად ხუხაშვილს არ გაუმართლა. როცა არ უმართლებს ერთს, ამით ყოველთვის სარგებლობს მეორე. ეს მეორე კი მაია ფანჯიკიძეა. ოლიგარქი ხუხაშვილის ჩანაცვლებას, ფანჯიკიძის ხარჯზე გეგმავს.
გახსოვთ ალბათ ხუხაშვილების და ივანიშვილების ძაღლების მეგობრობის თბილი ისტორია. ხუხაშვილი ყველა შემხვედრს უამბობდა ამის შესახებ. სხვათაშორის, მარტო ძაღლები არ მეგობრობდნენ. ბიძინაც ემეგობრებოდა გიას. „ვახშმის დროს ვსაუბრობთ ამა თუ იმ საკითხებზეო“ - ისე, სასხვათაშორისოდ წაიკეკლუცა ერთხელ ხუხაშვილმა. აბა საუზმის დროს როგორ ისაუბრებდნენ.
მაგ დროს ბიძინა ხეებს ებაასება, თან სტაფილოს წვენს წრუპავს... ვერ გეტყვით, როგორ განვითარდა ურთიერთობა ოლიგარქისა და მოექსპერტო ხუხაშვილის ძაღლებს შორის, მაგრამ ამ უკანასკნელს კარგი დღე ნამდვილად აღარ ადგას.
ერთ დროს, ბიძინას ჩაკეტილ სამყაროში, ხუხაშვილი მედია–პროექტების კურატორი იყო. რაღაც კონცეფციებსაც წერდა დროდადრო ( ბიძინას უყვარს კონცეფციები. თავადაც ხომ იწერს სხვებისგან და მერე თავისად ასაღებს). ხუხაშვილის კონცეფციების ფარგლებში „მოღვაწეობდა“ ყველა დროს ყვავილოვანი ია ანთაძის მონიტორინგის ჯგუფები. ასევე ლიუბა ელიაშვილის „ინფო 9“.
ია და ლიუბა, ჯერ ისევ ყვავიან ბიძინას „პარნიკებში“, მაგრამ ხუხაშვილი ვეღარ... თუმცა მას უკვე იმდენი აქვს აღებული ოლიგარქისგან, რომ ახლა სხვასთან სულ უფასოდ რომ წეროს ფუტურისტული კონცეფციები, მას და მის ძაღლს არაფერი გაუჭირდებათ.
აქ სხვა მომენტია საინტერესო. კიდევ რამდენ „მეოცნებეს“ ჩააჩოჩებს „დედა ბუ“. მაია ფანჯიკიძე მეტად მარიფათიანი ქალი აღმოჩნდა. ვისაც თვალი დაადგა, არავინ გაახარა ბიძინას გარემოცვაში. ამბობენ, „დედა ბუ“ ახლა თინიკო ხიდაშელს უმიზნებსო. რა არ მოსწონს „დედა ბუს“ „ინტელექტუალი ბუს“ ცოლისა, საიდუმლოებითაა ჯერჯერობით მოცული.
0