სანიკიძემ ივანიშვილი "დებილად" მოიხსენია... სანიკიძემ ივანიშვილი "დებილად" მოიხსენია... /> "/> " />


  22:16:49     10-07-2012

სანიკიძემ ივანიშვილი "დებილად" მოიხსენია...

a19849.jpg

გუბაზ სანიკიძე და კახა შარტავა  ბიძინამ გაანაწყენა.  თუმცა არც ოლიგარქია მათით აღფრთოვანებული. შუშის კოლბიდან გამოსული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი თავადაა სანიკიძესა და შარტავაზე გაბრაზებული.  გუბაზ სანიკიძე და კახა შარტავა კოალიციის საბჭოს სხდომებს არ ესწრებიან. მათი მხრიდან ეს ღიად გამოხატული პროტესტია. მეტიც, ისინი არ პასუხობენ  საბჭოს წევრთა და თვით ბიძინას  სატელეფონო ზარებს.

შარტავა და  სანიკიძე მიიჩნევენ რომ მათ ოპოზიციურ წარსულსა და ბრწყინვალებას ოლიგარქი სათანადოდ არ აფასებს. მეტიც, გუბაზსაც და კახასაც არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გარემოცვის ტყვეა და მასზე გავლენას ახდენენ კოალიციის წევრები.

მეტიც, იმის გამო, რომ ბიძინამ გუბაზი და კახა დააიგნორა, ეროვნული ფორუმის ერთ–ერთ სხდომაზე სანიკიძემ ივანიშვილზე აგდებულად ისაუბრა და "დებილადაც" მოიხსენია.

"სანიკიძე თვლის, რომ ოლიგარქის მხრიდან მათი პიროვნული იგნორი მოხდა" – აცხადებს "ეროვნული  ფორუმის“ გარემოცვა.

პიროვნულ გარიყვაში კი ის იგულისხმება, რომ  ოლიგარქი უჯერებს არა შარტავას და სანიკიძეს, არამედ  უსუფაშვილს, ხიდაშელს და ფანჯიკიძეს. გაბრაზებული დუეტი პირდაპირ არ აცხადებს, რომ უკმაყოფილო და თავმოყვარეობა შელახულია. მათი პროტესტი, ჯერჯერობით, დუმილითა და სატელეფონო ზარების  "დაკიდებით" გამოიხატება. დიდი დრო არაა დარჩენილი, როცა გუბაზიც და კახაც ხმამაღლა ალაპარაკდებიან ოლიგარქის მანკიერ მხარეებზე.

რაც შეეხება ოლიგარქს, იგი ცნობილი ადამიანთმოძულეა. მას მხოლოდ მონები უყვარს.  ფულის გამო დამონებაზე არც გუბაზი იტყოდა უარს, მაგრამ ამ შემთხვევაში მასზე უფრო "იღბლიანები" გამოჩნდნენ, რომლებმაც ბიძინას კარზე  უფრო ოსტატურად გაიდგეს ფესვები. ბიძინამ ვერ აიტანა, რომ ორმა სუბიექტმა გაბედა და მის კურთხეულ სხდომებს არ დაესწრო. ვნახოთ, როგორ განვითარდება სამთა დუელი. ბიძინა ამ შემთხვევაში ბევრს ვერაფერს გამოხატავს, მაგრამ გუბაზი თუ გაცხარდა, მერე ნახოს ოლიგარქმა, "ნახირს" თუ არა " მენახირეს" მაინც რომ დაუძახებს.

0

ავტორი: