ხილის სასმელი ხილის სასმელი />


  07:53:07     09-07-2012

ხილის სასმელი

a19789.jpg

გამოდის 12 ჭიქა

    მომზადება: 25 წუთი + 3 საათი გასაცივებლად

მასალა:

    8 ჭიქა ცივი წყალი

    2 ჭიქა შაქარი

    3 ჭიქა (15-16 ცალი) ლიმნის წვენი

    3 ზოლი ლიმნის კანი

    1 ჭიქა ჟოლო

    1 ჭიქა მაყვალი

დასაწყისისთვის მოამზადეთ შაქრის სიროფი: ქვაბში ჩაასხით ოთხი ჭიქა წყალი, ჩაყარეთ შაქარი, ლიმნის კანის ვიწრო ზოლები და დადგით მაღალ ტემპერატურაზე. გაცხელების პროცესში დროგამოშვებით ურიეთ. შემდეგ ქვაბს ხუფი დააფარეთ და სამიწუთიანი დუღილის შემდეგ გადადგით.

ამასობაში ჟოლო და მაყვალი ბლენდერში ათქვიფეთ. მიღებული მასა საცერში გატარებით ჩაასხით ჯამში, რათა მარცვლებისაგან გაიწმინდოს.

შაქრის სიროფიდან ამოიღეთ კანი და შეურიეთ კენკრის პიურე, ლიმნის წვენი და 4 ჭიქა წყალი. ნარევი მოათავსეთ ჭურჭელში, დააფარეთ ხუფი და შედგით მაცივარში გასაცივებლად მინიმუმ სამი საათით. ჭიქებში ჩააწყვეთ ყინულის ნატეხები და შეავსეთ მომზადებული ლიმონათით. გარნირად გამოიყენეთ ლიმონი და ცოტაოდენი კენკრა.

0

ავტორი: