თევზის კატლეტი თევზის კატლეტი />


  07:51:25     09-07-2012

თევზის კატლეტი

a19787.jpg

მასალა:

    500 გრამი თევზი

    1 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი

    1 კონა ოხრახუში

    1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი

    1 სუფრის კოვზი ღვინო

    პილპილი და მარილი გემოვნებით

თევზს გავაცალოთ ფხა, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და დავუმატოთ სიმინდის ფქვილი, კვერცხის გული, ზეთი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ღვინო. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილაში ცოტაოდენი შაქარი, მარილი, პილპილი. დავუმატოთ მომზადებული მასა და კარგად ავურიოთ. მიღებული ნარევი დავყოთ პატარა ზომის გუნდებად და შევწვათ ცხიმიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

0

ავტორი: