პატრიარქის საიუბილეო  თარიღებთან დაკავშირებით, სახელმწიფო და საპატრიარქო ერთობლივად იმუშავებენ პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, სახელმწიფო და საპატრიარქო ერთობლივად იმუშავებენ />


  17:03:29     06-07-2012

პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, სახელმწიფო და საპატრიარქო ერთობლივად იმუშავებენ

a19758.jpg

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  მზადება დაიწყო. უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომა ყოველ ათ დღეში ერთხელ შეიკრიბება, რომელიც ამ საიუბილეო  თარიღების აღნიშვნის მიზნით, კონკრეტულ ღონისძიებებს დაგეგმავს.

კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობს, რომელიც აცხადებს, რომ ნამდვილად საიუბილეო წელიწადია და ეს არის დიდი მოვლენა, რომელიც მთელმა საქართველომ უნდა აღნიშნოს.

მისი თქმით, ღონისძიებების განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი საპატრიარქოსა და წმინდა სინოდის რეკომენდაციებსა და პოზიციებს აქვს.

„ჩვენი კომისიის მიზანი და ამოცანაა ქართულმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ და ყველა მართმადიდებელმა, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ეს თარიღი – უწმინდესობის აღსაყდრების 35 წლისთავი და დაბადებიდან 80 წლისთავი ღირსეულად აღნიშნოს. სწორედ ამიტომ, კომისია შეიქმნა, სადაც სახელმწიფო და საპარტიარქო ყველა იმ ღონისძიებაზე იმსჯელებენ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაწერილი იქნება. მისი უწმინდესობა არის ჩვენი ერის სულიერი მამა და მის მოღვაწეობასა და საქმინობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და  ქართული სახელმწიფოსთვის“, – დასძინა მან.

სპიკერის მტკიცებით, ამ თარიღის ღირსეულად აღნიშვნისთვის და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზად არის, რომ ყველაფერი გააკეთოს.

აღნიშნული კომისიის წევრის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის,  ნიკოლოზ რურუას შეფასებით, წელს სამმაგი იუბილეა, რადგან უწმინდესის აღსაყდრებიდან 35 წელი გავიდა, სასულიერო ცხოვრების დაწყებიდან 50 წელი, ხოლო პატრიარქს  80 წელი უსრულდება.

„ამიტომ, სახელმწიფომ და საპატრიარქომ, ერთობლივი ძალებით სამმაგი იუბილის ჩატარება გადაწყვიტეს. ეს თარიღები იმას იმსახურებს, რომ ყველაფერი ღირსეულად აღინიშნოს. მოხდება როგორც ისტორიული, ასევე მისი პირადი არქივიდან ქადაგებებისა და ეპისტოლეების გამოცემა და ამასთან, მისი ნაწარმოებები სხვადასხვა ფორმით შესრულდება“, – დასძინა მან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისია რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მისი ხელმძღვანელი დავით ბაქრაძეა. პარლამენტში, დღეს გამართულ პირველ შეხვედრას კი, საპატრიარქოს წარმომადგენლები,  თბილისის მერი გიგი უგულავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, დევნილთა ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დაესწრნენ.

0

ავტორი: