გაერო, ბელორუსში ადამიანის უფლებათა დაცვაზე, მომხსენებელს დანიშნავს გაერო, ბელორუსში ადამიანის უფლებათა დაცვაზე, მომხსენებელს დანიშნავს />


  16:32:59     06-07-2012

გაერო, ბელორუსში ადამიანის უფლებათა დაცვაზე, მომხსენებელს დანიშნავს

a19757.jpg

„ბი–ბი–სის“მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს საბჭომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კენჭისყრა ჩაატარა ბელორუსში ამ სფეროში სპეციალური მომხსენებლის დანიშვნის შესახებ. ამ ორგანომ, რომელშიც 47 ქვეყნაა წარმოდგენილი, ხმათა უმრავლესობით, 22 „მომხრე“  5–ის „წინააღმდეგ“ მხარი დაუჭირა მომხსენებლის დანიშვნას.

ამასთან, კენჭისყრისას 20 ქვეყნის დელეგატმა თავი შეიკავა. ასე რომ გაეროს სპეცწარმომადგენელი ბელორუსში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობასა და იმ საკითხებს შეისწავლის, რომელიც ბელორუსული ოპოზიციის წარმომადგენელთა წამების საკითხებს უკავშირდება.

ბელორუსის მთავარმა მფარველმა, რუსეთმა მომხსენებლის დანიშვნის წინააღმდეგ მისცა ხმა. ქვეყნის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა გაეროში, მიხაილ ხვოსტოვმა ჟენევაში განაცხადა, რომ მინსკი არ აღიარებს საბჭოს მომხსენებლის მანდატს და არც მასთან თანამშრომლობას აპირებს.

უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ძალზე ხშირად აკრიტიკებენ ამ ორგანიზაციაში შემავალ  ქვეყნებში არსებული ავტორიტარული რეჟიმების მხილების  სურვილის არქონის გამო, რაც იქ ხდება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. სინამდვილეში ეს ორგანიზაცია მართლაც ძალზე იშვიათად გამოსცემს რეზოლუციებს კონკრეტული ქვეყნების შესახებ.

თუმცა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე ბელორუსის შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, კუბამ და ეკვადორმა.  სამაგიეროდ, მხარი დაუჭირეს ისეთმა ქვეყნებმაც კი, სადაც ადამიანის უფლებები მაინცდამაინც დიდად არაა დაცული. ესენია: იორდანია, ფილიპინები, ბოსტვანა, ბენინი და ბურკინა–ფასო.

რუსებმა დოკუმენტს „სუბიექტური“ უწოდეს, რომელიც მიმართულია ბელორუსზე ზეწოლისკენ და არა მასთან დიალოგის გამართვისკენ, გადმოსცემს სააგენტო „ რეიტერი“. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მომხსენებლების გაგზავნაზე უარს ამბობენ ასევე ირანი და ჩრდილოეთ კორეაც.

2010 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩვნების შემდეგ, რომელზეც ლუკაშენკო გამარჯვებულად გამოცხადდა, ბელორუსში ასობით ადამიანი, მათ შორის, პრეზიდენტობის ალტერნატიული კანდიდატებიც დააპატიმრეს.

ამის პასუხად ევროკავშირმა პირადად ლუკაშნკოსა და თანამდების პირთა მიმართ სავიზო და ეკონომიკური სანქციები შემოიღო.

ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აკრძალული აქვთ და ეკონომიკური აქტივების დაპატიმრების ობიექტს ბელორუსიის 20–მდე მოქალაქე წარმოადგენს.

0

ავტორი: