ვეფხვაძე,  თინა ხიდაშელს ურჩევს, თანაგუნდელების სექსუალურ ორიენტაციას მიხედოს ვეფხვაძე, თინა ხიდაშელს ურჩევს, თანაგუნდელების სექსუალურ ორიენტაციას მიხედოს />


  12:09:00     06-07-2012

ვეფხვაძე, თინა ხიდაშელს ურჩევს, თანაგუნდელების სექსუალურ ორიენტაციას მიხედოს

a19751.jpg

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე თინა ხიდაშელს ურჩევს, თავის პარტიასა და კოალიციაში მყოფი ადამიანების ორიენტაციას მიხედოს, როგორც პოლიტიკურს, ასევე სექსუალურს.

გადაცემა „რეზიუმეს“ ეთერში, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ  ლევან ვეფხვაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ „ქრისტიან-დემოკრატების“ პარტია გაერთიანებულია იმ ბლოკში, რომელშიც ხელისუფლება შედის „სახალხო პარტიასთან“ ერთად.

თინა ხიდაშელმა, ეს რეპლიკა „ქართული ოცნების“ დიპლომატების მარცხის ფონზე გააკეთა. მეოცნებეებმა ვერ დაარწმუნეს ევროპარლამენტარები, რომ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ ფულს ლეგიტიმური გზებით ხარჯავს.

„ქალბატონმა თინამ ჯობია, მოიკითხოს, მისი პარტიის წევრები რა ორიენტაციის არიან ცხოვრებაში. მე ვგულისხმობ იმ ფრაქციას, სადაც ისინი არიან. მათ შორის სხვა ტიპის ორიენტაციებსაც ვგულისხმობ, სექსუალურ ორიენტაციასაც... იმიტომ, რომ ლიბერალურ ფრაქციაში რა ორიენტაციის ხალხიც არის, მე დაახლოებით  წარმომიდგენია...  არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, პირიქით, ეს არის მათი პოზიცია,  მათი ცხოვრების კრედო“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

0

ავტორი: