08:36:29     06-07-2012
მაკარონი ნაღების სოუსით
მასალა:
მაკარონი 200გრ.
ნაღები 300მლ.
პურის ფქვილი 1 ს/კ.
პრასი 100გრ.
კარაქი 70გრ.
ნიგოზი 120გრ.
ნიორი 1 კბილი
მდნარი ყველი 100გრ.
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მაკარონი მოვხარშოთ. კარაქი გავადნოთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი პრასი და ვთუშოთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, ნაღები, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ავადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, ცხელ სოუსში ჩავაწყოთ ყველის ნაჭრები და ვურიოთ სანამ ყველი არ გადნება, ბოლოს დავამატოთ გატარებული ნიგოზი და ნიორი და კარგად ავურიოთ. მომზადებული სოუსი გავაჩეროთ 1 საათით, შემდეგ მოვასხათ მოხარშულ მაკარონს და მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი.
0