დასავლეთი რუსეთს არწმუნებს, რომ ბაშარ ასადს თავშესაფარი მისცეს დასავლეთი რუსეთს არწმუნებს, რომ ბაშარ ასადს თავშესაფარი მისცეს />


  08:33:21     06-07-2012

დასავლეთი რუსეთს არწმუნებს, რომ ბაშარ ასადს თავშესაფარი მისცეს

a19733.jpg

სირიაში კვლავინდებურად უმძიმესი სიტუაციაა. ექსპერტთა ვარაუდით,  თითქოს გაეროს წარმომადგენლის, კოფი ანანის მიერ შემუშავებულ გეგმას იქ სიტუაცია უნდა განემუხტა, მაგრამ სირიიდან უწინდებურად საგანგაშო ინფორმაციები მოდის.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთს სახელმწიფოთა ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ სიტუაციის განსამუხტავად მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობს – პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ გადაგომის შემდეგ მას სირიაში არ დაედგომება. ამიტომ ის რომ ბოლომდე გააგრძელებს დაწყებულ საქმეს, ანუ საკუთარი ხალხის ხოცვას, ნათელია.

როგორც ცნობილია, ასადის რეჟიმის მთავარ მხარდამჭერებად კვლავინდებურად რუსეთი და ჩინეთი რჩებიან. ამიტომაც, დასავლეთის სახემწიფოებმა ახლა ტაქტიკა შეცვალეს და რუსეთის დიპლომატიური წრეების ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი „კომერსანტი“  იუწყება, ისინი ცდილობენ მოსკოვი დაითანხმონ, რომ მან ბაშარ ასადს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.

თუმცა იმავე „კომერსანტის ინფორმაციით, რუსეთის ხელმძღვანელობა ამის გაკეთებას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც.

„ჩვენ ასადის წამოყვანის გეგმა არ გვაქვს და არც გვქონია არასოდეს“, – თქვა იმავე რუსმა დიპლომატმა.

 თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროებმა „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ რუსეთი „ასადს არ იცავს“.

„სირიის პრეზიდენტმა დრო გაუშვა. იმის შანსი, რომ იგი ხელისუფლებას შეინარჩუნებს, ძალზე მცირეა, სადღაც ათ პროცენტამდე. ჩვენ არც სირიის ოპოზიციის გვაქვს რაიმე საწინააღმდეგო. თუმცა ჩვენ სირიის საკითხებში გარედან ჩარევის წინააღმდეგნი ვართ“, – განუცხადეს გამოცემას.

როგორც გაზეთი წერს, მოსკოვი არ აპირებს ბაშარ ასადის ნებისმირერ ფასად დაცვას, მაგრამ მოითხოვს, რომ მისი შესაძლო გადაგომის შესახებ თავად სირიელებმა მოილაპარაკონ, როგორც ეს მოხდა იემენში პრეზიდენტ ალი აბდალა სალეხთან დაკავშირებით.

 სირიაში ბაშარ ასადსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წლის მარტში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ამ ხნის მანძილზე სხვადასხვა მონაცემებით, უკვე დაიღუპა ორივე მხრიდან დაახლოებით 10 ათასზე მეტი ადამიანი.

0

ავტორი: