პრემიერ–მინისტრს საქმიანობისთვის უფლებამოსილებათა არეალი გაეზარდა პრემიერ–მინისტრს საქმიანობისთვის უფლებამოსილებათა არეალი გაეზარდა />


  13:22:40     05-07-2012

პრემიერ–მინისტრს საქმიანობისთვის უფლებამოსილებათა არეალი გაეზარდა

a19725.jpg

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი დამატებითი უფლებებით აღჭურვა. მომავალში, მთავრობის კანცელარიას მთავრობის კანცელარიის უფროსის ნაცვლად, პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს და პრემიერს ბრძანებების გამოცემისა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის უფლებების დელეგირება შეეძლება.

ამასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანომ დღეს, 86 მომხრე ხმით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონი მიიღო, რომელიც სამთავრობო ცვლილებებიდან გამომდინარე, დაჩქარებული წესით განიხილა.

პროექტით, იმ უფლებათა სახეები განისაზღვრება, რომელთა დელეგირების უფლებამოსილებაც პრემიერ–მინისტრს ეძლევა. კერძოდ, მთავრობის კანცელარიას პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი კანონის ნაცვლად, მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს, კანონის ძველი ნორმით, პრემიერს შეუძლია – რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისა  და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობისთვის კოორდინაციის  გაწევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემა,  მთავრობის შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება და  საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტულების მიღება. გადაწყვეტილებით კი, პრემიერ-მინისტრს უფლება ეძლევა, რომ აღნიშნული შესაძლებლობები, მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს გადასცეს.

ამასთან, კანონის ახალი ნორმით, მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღებას შესაძლოა ქვორუმი აღარ დასჭირდეს. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციით, მთავრობის სხდომაში პრემიერ-მინისტრი და მინისტრები პირადად მონაწილეობენ. თუ მთავრობის სხდომაზე მინისტრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამის შესახებ წინასწარ პრემიერ-მინისტრს ატყობინებს. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კი, მთავრობის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია სხვა პირებიც მიიწვიონ. 

ასევე, მოქმედი ნორმით, მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი ესწრება. მთავრობა გადაწყვეტილებას  სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით იღებს, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტი სხდომის თავმჯდომარის ხმაა.

ასევე, კანონში განსაზღვრულია, რომ მთავრობის სხდომაზე მთავრობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხი განსახილველად  შესაბამის მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროდან გამომდინარე, გამოაქვს.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტზე, რამდენი დღის წინ, ნიკა გილაური შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჩაანაცვლა. შესაბამისად, პარლამენტის მიერ მინიჭებული უფლებებით ყოფილი ძალოვანი მინისტრი ისარგებლებს.

0

ავტორი: