08:37:52     05-07-2012
კლარა შუმანი
კლარა შუმანი, გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და მუსიკალური პედაგოგი, 1819 წელს ლაიფციგში, განთქმული ფორტეპიანოს პედაგოგის ფრიდრიხ ვიკის ოჯახშ დაიბადა. 5 წლიდან შეუდგა ფორტეპიანოზე დაკვრას. 10 წლიდან გამოდიოდა კონცერტებზე. 1828 წელს - 9 წლის ასაკში გაიცნო ახალგაზრდა მუსიკოსი რობერტ შუმანი, როდესაც ის მამამისის მოსწავლე გახდა. როდესაც ფრიდრიხ ვიკმა იგრძნო, ბავშვების ახლო ურთიერთიბა, მათი სიყვარულის წინააღმდეგი იყო. 1840 წლის 12 სექტემბერს, ისინი დაქორწინდნენ. კლარა შუმანი ქმრის ნაწარმოებების დიდი ნაწილის პირველი შემსრულებელი იყო.
მეგობრობდა იოჰანეს ბრამსთან. ქმრის სიკვდილის შემდეგ - 1856 წელს გახდა პედაგოგი და ფრანკფურტის კონსერვატორიის პროფესორი. წერდა რომანსებს და საფორტეპიანო ნაწარმოებებს. გარდაიცვალა ფრანკფურტში, 1896 წლის 20 მაისს.
0