პარლამენტმა მთავრობას საქმიანობისთვის მანდატი მისცა პარლამენტმა მთავრობას საქმიანობისთვის მანდატი მისცა />


  15:33:39     04-07-2012

პარლამენტმა მთავრობას საქმიანობისთვის მანდატი მისცა

a19699.jpg

საქართველოს მთავრობა პრემიერ–მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით საქმიანობას, დღეს ოფიციალურად შეუდგება. მეშვიდე მოწვევის პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას – „მეტი სარგებელი ხალხს“ ნდობა 102 მომხრე ხმით 7–ის წინააღმდეგ გამოუცხადა.

პრემიერ–მინისტრი შვიდგვერდიან პროგრამას დეპუტატებს სამი საათის განმავლობაში აცნობდა, რომლის პრიორიტეტული მიმართულება – დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვაა. მერაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას, კანონმდებლების კითხვებსაც უპასუხა და პირობა დადო, რომ ის საკუთარი მთავრობით ღია იქნება – პარლამენტთან, პრესასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და თითოეულ მოქალაქესთან თანამშრომლობისთვის.

მისი მტკიცებით, ყველა იმ შეცდომასა და არასამართლიანობას, რომელიც შეიძლება სიჩქარით იყო გამოწვეული, ადეკვატიურ პასუხს გასცემს.

ამასთან, პრემიერ–მინისტრობმა კიდევ ერთი პირობა დადო, რომლის მიხედვით, ის არცერთ მინისტრს სტატისტიკური მონაცემებით არ შეაფასებს.

ყოფილი ძალოვანი მინისტრის განცხადებით, ოპოზიციასთან ციფრებით პაექრობას არ აპირებს, რადგან მთავარია საზოგადოებაში რა განწყობაა და ქართველი ხალხი როგორ გრძნობს თავს – ბედნიერად თუ გაჭივრებულად.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა წერია სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებში, რადგან ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ექნება სტატისტიკით, საქართველოში რამდენი პროცენტი იქნება  უმუშევარი. ის რაც ხდებოდა აქამდე, არის მშრალი სტატისტიკა. შს სამინსიტროში,  დანაშაულის სტატისტიკა არასდროს წამიკითხავს და არცერთი პოლიციის უფროსი სტატისტიკიდან გამომდინარე, არ შემიფასებია. პოლიციის მუშაობას იმის მიხედვით ვაფასებდი – თუ რას ფიქრობდა ხალხი ამა თუ იმ პოლიციის უფროსზე ან დეპარტამენის უფროსზე. მთავარია საზოგადოებრივი განწყობა და არა სტატისტიკური მონაცემები. სტატისტიკური მონაცემები ბუღალტრული ბალანსებისთვის გამოგვადგება. შედეგი კი უნდა იყოს ვიზუალური, რომელიც უნდა დავინახოთ და ვიგრძნოთ“, –  განაცხადა მერაბიშვილმა.  

მერაბიშვილის მტკიცებით, საქართველოში, სოციალური ამოცანების შესრულების პარალელურად, არცერთი სერიოზული პროექტი არ შეჩერდება.

„ამ სოციალური ამოცანების შესრულებისას, არ გავაჩერებთ არცერთ სერიოზულ პროექტს, როგორიც არის – კახეთის, აჭარის, ქუთაისის,  ანაკლიის განვითარება, ლაზიკის მშენებლობა, მესტიისა და გორის რეაბილიტაცია… ყველა ეს პროექტი განვითარდება არა იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვინდა და პრეზიდენტს  მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის აუცილებელი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა მან.

პრემიერ–მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უწყებაში საკადრო ცვლილებებით არაფერი შეიცვლება და პოლიცია კვლავ იქნება ერთ–ერთი დასაყრდენი – ქართული რეფორმების, საქართველოს სტაბილურობისა და განვითარების.

„ვამაყობ, რომ შს სამინისტროში მუშაობა მომიწია და მინდა ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი წლები ეს იყო. მინდა ყველა პოლიციელს, ვინც არნახული საქმე გააკეთა, წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ბაჩოსთვის იქნება ძალიან ძნელი მუშაობა და იმ დონის შენარჩუნებაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბაჩო განავითარებს და დაამტკიცებს, რომ პოლიციაში გატარებული რეფორმა არის მტკიცე. მინისტრის ცვლილება არაფერს შეცვლის და ქართველი ხალხი დარწმუნდება, რომ მას  პოლიციის ინსტიტუტი ჰყავს, რომელმაც  არნახული განვითარება განიცადა“, – განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ ვანო მერაბიშვილი მთავრობის კანცელარიასაც  უხელმძღვანელებს. კერძოდ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით,  მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესიც იცვლება და ის კანონის ნაცვლად, მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება.

ამასთან, პროექტის მიხედვით, იმ უფლებამოსილებათა სახეები განისაზღვრება, რომელთა დელეგირების უფლებით გადაცემის უფლებამოსილებაც პრემიერ–მინისტრს ეძლევა.

რაც შეეხება განახლებულ მინისტრთა კაბინეტს, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებებით, შინაგან საქმეთა მინისტრი – ბაჩო ახალია გახდა, თავდაცვის მინისტრი – დიმიტრი შაშკინი,  განათლების მინისტრი – ხატია დეკანოიძე, ხოლო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი – დალი ხომერიკი.

0

ავტორი: